ბილეთი №512 · B, B1 კატეგორია

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

თემა: 20.გზაჯვარედინის გავლა

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის №512 ბილეთის ილუსტრაცია

პასუხის ვარიანტები

  1. 1. ჯერ უნდა გაიაროს მწვანე ავტომობილმა, შემდეგ - წითელმა ავტომობილმა, ბოლოს - ველოსიპედმა
  2. 2. ჯერ უნდა გაიაროს ველოსიპედმა, შემდეგ - მწვანე ავტომობილმა, ბოლოს - წითელმა ავტომობილმა სწორი პასუხი
  3. 3. ჯერ უნდა გაიაროს წითელმა ავტომობილმა, შემდეგ - ველოსიპედმა, ბოლოს - მწვანე ავტომობილმა

განმარტება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ, გადაკვეთებზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.22 „საცხოვრებელი ზონის დასასრული“ - მიუთითებს 5.21 ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში.

კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: ავტომაგისტრალი, გვირაბი, საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება

მზად ხართ თავის შესამოწმებლად?

შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.

ვარჯიში თემების მიხედვით

სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.