ბილეთი №511 · B, B1 კატეგორია

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

თემა: 20.გზაჯვარედინის გავლა

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის №511 ბილეთის ილუსტრაცია

პასუხის ვარიანტები

  1. 1. ჯერ უნდა გაიაროს ველოსიპედმა, შემდეგ - თეთრმა ავტომობილმა, ბოლოს - მწვანე ავტომობილმა
  2. 2. ჯერ უნდა გაიაროს მწვანე ავტომობილმა, შემდეგ - ველოსიპედმა, ბოლოს - თეთრმა ავტომობილმა
  3. 3. ჯერ მოძრაობა უნდა დაიწყოს თეთრმა ავტომობილმა,შემდეგ უნდა გაიაროს მწვანე ავტომობილმა, შემდეგ - ველოსიპედმა, ბოლოს - თეთრმა ავტომობილმა სწორი პასუხი

განმარტება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: გზაჯვარედინი და გზის დათმობა

მზად ხართ თავის შესამოწმებლად?

შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.

ვარჯიში თემების მიხედვით

სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.