საგზაო ნიშნები

მაფრთხილებელი ნიშნები

1.1 რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი

1.1 რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი

იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის შლაგბაუმიან გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.

1.2 რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი

1.2 რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი

იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.

1.3.1 ერთლიანდაგიანი რკინიგზა

1.3.1 ერთლიანდაგიანი რკინიგზა

იძლევა გაფრთხილებას ერთლიანდაგიანი რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.

1.3.2 მრავალლიანდაგიანი რკინიგზა

1.3.2 მრავალლიანდაგიანი რკინიგზა

იძლევა გაფრთხილებას ორი ან ორზე მეტი ლიანდაგის მქონე რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.

1.4.1 რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება

1.4.1 რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება

დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.

1.4.2 რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება

1.4.2 რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება

დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.

1.4.3 რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება

1.4.3 რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება

დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.

1.4.4 რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება

1.4.4 რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება

დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.

1.4.5 რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება

1.4.5 რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება

დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.

1.4.6 რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება

1.4.6 რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება

დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.

1.5 ტრამვაის ხაზის გადაკვეთა

1.5 ტრამვაის ხაზის გადაკვეთა

იძლევა გაფრთხილებას ტრამვაის ხაზის გზასთან გადაკვეთის თაობაზე.

1.6 თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა

1.6 თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა

გზაჯვარედინი თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთით.

1.7.1 მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა

1.7.1 მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა

(შეერთება მარჯვნიდან – 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან – 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. 1.7.1−1.7.7 ნიშნები სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დაუსახლებელ პუნქტში 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.

1.7.2 მეორეხარისხოვანი გზის შეერთება

1.7.3 მეორეხარისხოვანი გზის შეერთება

1.7.4 მეორეხარისხოვანი გზის შეერთება

1.7.5 მეორეხარისხოვანი გზის შეერთება

1.7.6 მეორეხარისხოვანი გზის შეერთება

1.7.7 მეორეხარისხოვანი გზის შეერთება

1.8 წრიული მოძრაობის გადაკვეთა

1.8 წრიული მოძრაობის გადაკვეთა

იძლევა გაფრთხილებას 4.3 ნიშნით აღნიშნულ წრიულმოძრაობიან გზაჯვარედინთან მიახლოების თაობაზე.

1.9 შუქნიშნით რეგულირება

1.9 შუქნიშნით რეგულირება

გზაჯვარედინი, ქვეითთა გადასასვლელი ან გზის მონაკვეთი (გარდა რკინიგზის გადასასვლელისა), რომელზე მოძრაობაც შუქნიშნით რეგულირდება.

1.10 გასახსნელი ხიდი

1.10 გასახსნელი ხიდი

იძლევა გაფრთხილებას გასახსნელ ხიდთან ან საბორნე გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.

1.11 სანაპიროზე გასასვლელი

1.11 სანაპიროზე გასასვლელი

სანაპიროზე ან წყალსაცავის ნაპირზე გასასვლელი.

1.12.1 სახიფათო მოსახვევი

1.12.1 სახიფათო მოსახვევი

მცირერადიუსიანი ან შეზღუდული ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევი: 1.12.1. – მარჯვნივ, 1.12.2. – მარცხნივ.

1.12.2 სახიფათო მოსახვევი

1.12.2 სახიფათო მოსახვევი

მცირერადიუსიანი ან შეზღუდული ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევი: 1.12.1. – მარჯვნივ, 1.12.2. – მარცხნივ.

1.13.1 სახიფათო მოსახვევები

1.13.1 სახიფათო მოსახვევები

გზის მონაკვეთი სახიფათო მოსახვევებით: 1.13.1. – პირველი მოსახვევით მარჯვნივ, 1.13.2. – პირველი მოსახვევით მარცხნივ.

1.13.2 სახიფათო მოსახვევები

1.13.2 სახიფათო მოსახვევები

გზის მონაკვეთი სახიფათო მოსახვევებით: 1.13.1. – პირველი მოსახვევით მარჯვნივ, 1.13.2. – პირველი მოსახვევით მარცხნივ.

1.14 ციცაბო დაღმართი

1.14 ციცაბო დაღმართი

იძლევა გაფრთხილებას ციცაბოდაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე.

1.15 ციცაბო აღმართი

1.15 ციცაბო აღმართი

იძლევა გაფრთხილებას ციცაბოაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე.

1.16 მოლიპული გზა

1.16 მოლიპული გზა

გზის მოლიპული მონაკვეთი, რომელზედაც საბურავის გზის საფართან ჩაჭიდების კოეფიციენტი 0,4-ზე ნაკლებია.

1.17 უსწორმასწორო გზა

1.17 უსწორმასწორო გზა

გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილი დაზიანებულია ტალღოვანი, ღრანტეებიანი, ხიდთან უსწორმასწორო შეუღლებებით და ა. შ.

1.18 ხელოვნური უსწორმასწორობა

1.18 ხელოვნური უსწორმასწორობა

გზის მონაკვეთი, რომელზედაც მოწყობილია ხელოვნური უსწორმასწორობა სიჩქარის იძულებით შემცირებისათვის.

1.19 ქვის ასხლეტა

1.19 ქვის ასხლეტა

გზის მონაკვეთი, რომელზედაც შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების თვლებიდან ღორღის, ხრეშის ასხლეტა და ა. შ.

1.20 სახიფათო გზისპირი

1.20 სახიფათო გზისპირი

გზის მონაკვეთი, რომლის გზისპირის მდგომარეობა არ შეესაბამება არსებულ სტანდარტებს.

1.21.1 გზის შევიწროება

1.21.1 გზის შევიწროება

გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება: 1.21.1 − ორივე მხრიდან, 1.21.2 − მარჯვნიდან, 1.21.3 − მარცხნიდან.

1.21.2 გზის შევიწროება

1.21.2 გზის შევიწროება

გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება: 1.21.1 − ორივე მხრიდან, 1.21.2 − მარჯვნიდან, 1.21.3 − მარცხნიდან.

1.21.3 გზის შევიწროება

1.21.3 გზის შევიწროება

გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება: 1.21.1 − ორივე მხრიდან, 1.21.2 − მარჯვნიდან, 1.21.3 − მარცხნიდან.

1.22 ორმხრივი მოძრაობა

1.22 ორმხრივი მოძრაობა

გზის (სავალი ნაწილის) ორმხრივმოძრაობიანი მონაკვეთის დასაწყისი, რომელსაც წინ უსწრებდა უბანი ცალმხრივი მოძრაობით.

1.23 ქვეითთა გადასასვლელი

1.23 ქვეითთა გადასასვლელი

იძლევა გაფრთხილებას 5.19.1 და 5.19.2 ნიშნებით ან/და 1.14.1–1.14.2 მონიშვნებით აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.

1.24 ბავშვები

1.24 ბავშვები

იძლევა გაფრთხილებას გზის მონაკვეთთან საბავშვო დაწესებულების არსებობის თაობაზე, საიდანაც დიდია ბავშვების სავალ ნაწილზე გამოჩენის ალბათობა.

1.25 ველობილიკის გადაკვეთა

1.25 ველობილიკის გადაკვეთა

იძლევა გაფრთხილებას 4.4 ნიშნით აღნიშნული ველობილიკის სავალი ნაწილის გადაკვეთის ადგილთან მიახლოების თაობაზე.

1.26 საგზაო სამუშაოები

1.26 საგზაო სამუშაოები

გზის მონაკვეთი, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები მიმდინარეობს.

1.27 პირუტყვის გადარეკვა

1.27 პირუტყვის გადარეკვა

გზის მონაკვეთი, რომელიც გადის პირუტყვის (საქონლის) სადგომთან, ფერმასთან ან/და პირუტყვის (საქონლის) მუდმივი გადარეკვის ადგილთან, სადაც მოსალოდნელია მისი სავალ ნაწილზე გამოჩენა.

1.28 გარეული ცხოველები

1.28 გარეული ცხოველები

ნაკრძალთან, სანადირო მეურნეობასთან, ტყის მასივთან გამავალი გზის მონაკვეთი ან სხვა უბანი, სადაც მოსალოდნელია გარეული ცხოველების გამოჩენა.

1.29 ქვის ცვენა

1.29 ქვის ცვენა

გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილი არ არის დაცული ზვავისაგან, მეწყრისაგან ან ქვის ცვენისაგან.

1.30 გვერდითი ქარი

1.30 გვერდითი ქარი

გზის მონაკვეთი, რომელზედაც შეიძლება ძლიერი გვერდითი ქარი ამოვარდეს.

1.31 დაბლამფრენი თვითმფრინავი

1.31 დაბლამფრენი თვითმფრინავი

აეროდრომთან ახლოს გამავალი გზის მონაკვეთი, რომელზედაც თვითმფრინავები ან ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.

1.32 გვირაბთან მიახლოება

1.32 გვირაბთან მიახლოება

იძლევა გაფრთხილებას საავტომობილო გვირაბთან მიახლოების (საავტომობილო გვირაბამდე ან/და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზამდე არსებული მონაკვეთის) თაობაზე.

1.33 ხერგილი

1.33 ხერგილი

გზის მონაკვეთი, რომელიც დროებით ჩახერგილია.

1.34 სხვა საფრთხეები

1.34 სხვა საფრთხეები

გზის მონაკვეთი, რომელზედაც შეიძლება წარმოიშვას ისეთი საფრთხე, რომელიც არ არის განსაზღვრული სხვა მაფრთხილებელი ნიშნებით.

1.35.1 მოხვევის მიმართულება

1.35.1 მოხვევის მიმართულება

მიუთითებს შეზღუდული ხილვადობის მქონე მცირერადიუსიან გზის მრუდეზე მოძრაობის მიმართულებას (1.35.1−1.35.3 − მარჯვნივ, 1.35.4−1.35.6 − მარცხნივ) ან საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილის შემოვლის შესაბამის მიმართულებას.

1.35.2 მოხვევის მიმართულება

1.35.3 მოხვევის მიმართულება

1.35.4 მოხვევის მიმართულება

1.35.5 მოხვევის მიმართულება

1.35.6 მოხვევის მიმართულება

1.36.1 მოხვევის მიმართულება

1.36.1 მოხვევის მიმართულება

მიუთითებს „T“-სებურ გზაჯვარედინზე ან გზების განშტოებაზე მოძრაობის მიმართულებას (მარჯვნივ და მარცხნივ) ან საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილის შემოვლის შესაბამის მიმართულებას.

1.36.2 მოხვევის მიმართულება

შენიშვნა: ა) 1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას ნიშნები იდგმება სხვა მანძილზედაც, რომელიც მითითებულია 8.1.1 დაფაზე; ბ) 1.1, 1.2, 1.10, 1.11, 1.23, 1.24 და 1.26 ნიშნები მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო 1.24 და 1.26 ნიშნები − დასახლებულ პუნქტშიც. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე; გ) თუ აღმართი და დაღმართი (ან დაღმართი და აღმართი) ერთმანეთს მიჰყვება, 8.1.1 დაფის გარეშე 1.14 და 1.15 ნიშნები შეიძლება დაიდგას შესაბამისად უშუალოდ აღმართის და დაღმართის წინ; დ) 1.26 ნიშანი სავალ ნაწილზე ხანმოკლე სამუშაოს ჩატარებისას იდგმება სამუშაოს ჩატარების ადგილიდან 10−15 მეტრ მანძილზე, 8.1.1 დაფის გარეშე; ე) 1.3.1 და 1.3.2 ნიშნები იდგმება უშუალოდ რკინიგზის გადასასვლელის წინ; ვ) 1.4.1−1.4.3 ნიშნები იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4−1.4.6 ნიშნები − გზის მარცხენა მხარეს. 1.4.1 და 1.4.4 ნიშნები იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, 1.4.3 და 1.4.6 ნიშნები − მოძრაობის მიმართულებით დუბლირებულ 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, ხოლო 1.4.2 და 1.4.5 ნიშნები − დამოუკიდებლად, თანაბარ დაშორებაზე ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშნებს შორის.

პრიორიტეტის ნიშნები

2.1 მთავარი გზა

2.1 მთავარი გზა

გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში − წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.

2.2 მთავარი გზის დასასრული

2.2 მთავარი გზის დასასრული

გზის იმ მონაკვეთის ბოლო, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს. თუ მთავარი გზა იმ გზის გადაკვეთის წინ მთავრდება, რომელზედაც დაწესებულია მოცემული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა, 2.2 ნიშანს დაუსახლებელ პუნქტში დგამენ წინასწარ 2.4 ნიშანთან ერთად, დასახლებულ პუნქტში − გზაჯვარედინიდან 25 მეტრ მანძილზე ან/და 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად. ნიშანი შეიძლება დაიდგას სხვა, 8.1.1 დაფაზე მითითებულ მანძილზედაც.

2.3 დაუთმე გზა

2.3 დაუთმე გზა

გზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. 2.3 ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე 8.1.1 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.3 ნიშანი, ან 8.1.2 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.4 ნიშანი.

2.4 მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია

2.4 მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია

უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებლად, ხოლო თუ იგი არ არის – გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. ნიშანი იდგმება, თუ არ არის უზრუნველყოფილი გადამკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ხილვადობა. ის აგრეთვე შეიძლება დაიდგას რკინიგზის გადასასვლელის ან საკარანტინო საგუშაგოს წინ (ამ შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზის წინ, ხოლო თუ იგი არ არის – ნიშნის წინ).

2.5 შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა

2.5 შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა

უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მოპირდაპირე მისასვლელთან ან გზის ვიწრო მონაკვეთზე იმყოფება.

2.6 უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან

2.6 უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან

ანიჭებს მძღოლს უპირატესობას გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით.

შენიშვნა: ა) 2.3 და 2.4 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი; ბ) 2.5 და 2.6 ნიშნები იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ. 2.5 ნიშანი შეიძლება დაიდგას წინასწარ 8.1.1 დაფით.

ამკრძალავი ნიშნები

3.1 შესვლა აკრძალულია

3.1 შესვლა აკრძალულია

კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით.

3.2 მოძრაობა აკრძალულია

3.2 მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას.

3.3 მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია

3.3 მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას.

3.4 სატვირთო მოძრაობა აკრძალულია

3.4 სატვირთო მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულ ნებადართული მაქსიმალური მასის ზღვარს.

3.5 მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია

3.5 მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას.

3.6 ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია

3.6 ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს ყველა სახის ტრაქტორითა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანით მოძრაობას.

3.7 მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია

3.7 მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.

3.8 საჭაპანო ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია

3.8 საჭაპანო ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს საჭაპანო ტრანსპორტით, სასაპალნე და დასაჯდომი ცხოველებით მოძრაობას, აგრეთვე პირუტყვის გადარეკვას.

3.9 ველოსიპედით მოძრაობა აკრძალულია

3.9 ველოსიპედით მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს ველოსიპედითა და მოპედით მოძრაობას.

3.10 ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია

3.10 ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს ქვეითთა მოძრაობას. ნიშანი იდგმება იმ ადგილას, სადაც ქვეითთა მოძრაობა დაუშვებელია, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

3.11 მასის შეზღუდვა

3.11 მასის შეზღუდვა

კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.

3.12 ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა

3.12 ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა

კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის ფაქტობრივი დატვირთვა რომელიმე ღერძზე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.

3.13 სიმაღლის შეზღუდვა

3.13 სიმაღლის შეზღუდვა

კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიმაღლე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.

3.14 სიგანის შეზღუდვა

3.14 სიგანის შეზღუდვა

კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.

3.15 სიგრძის შეზღუდვა

3.15 სიგრძის შეზღუდვა

კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.

3.16 მინიმალური დისტანციის შეზღუდვა

3.16 მინიმალური დისტანციის შეზღუდვა

კრძალავს სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულ მანძილზე ნაკლები დისტანციით.

3.17.1 საბაჟო გამშვები პუნქტი

3.17.1 საბაჟო გამშვები პუნქტი

კრძალავს საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლას.

3.17.2 საფრთხე

3.17.2 საფრთხე

კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო.

3.17.3 კონტროლი

3.17.3 კონტროლი

კრძალავს საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელთან, ფასიან გზაზე გასასვლელთან და ა. შ.) გაუჩერებლად გავლას.

3.18.1 მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია

3.18.1 მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია

კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას.

3.18.2 მარცხნივ მოხვევა აკრძალულია

3.18.2 მარცხნივ მოხვევა აკრძალულია

კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას.

3.19 მობრუნება აკრძალულია

3.19 მობრუნება აკრძალულია

კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას.

3.20 გასწრება აკრძალულია

3.20 გასწრება აკრძალულია

კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად.

3.21 გასწრების აკრძალვის დასასრული

3.21 გასწრების აკრძალვის დასასრული

3.20 საგზაო ნიშნის („გასწრება აკრძალულია“) მოქმედების ზონის დასასრული.

3.22 სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია

3.22 სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია

კრძალავს 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა), აგრეთვე ტრაქტორით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა საჭაპანო ტრანსპორტისა და ველოსიპედისა).

3.23 სატვირთო ავტომობილით გასწრების აკრძალვის დასასრული

3.23 სატვირთო ავტომობილით გასწრების აკრძალვის დასასრული

3.22 საგზაო ნიშნის („სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია“) მოქმედების ზონის დასასრული.

3.24 მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა

3.24 მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა

კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით (კმ/სთ).

3.25 მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრული

3.25 მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრული

3.24 ნიშნის („მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“) მოქმედების ზონის დასასრული.

3.26 ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია

3.26 ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია

კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.

3.27 გაჩერება აკრძალულია

3.27 გაჩერება აკრძალულია

კრძალავს სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას.

3.28 დგომა აკრძალულია

3.28 დგომა აკრძალულია

კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას.

3.29 დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში

3.29 დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში

კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის კენტ რიცხვებში.

3.30 დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში

3.30 დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში

კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში.

3.31 ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული

3.31 ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული

3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნებიდან ერთდროულად რამდენიმე ნიშნის მოქმედების ზონის დასასრული.

3.32 სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია

3.32 სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით.

3.33 ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია

3.33 ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული, 1.22–2.4, 3.1, 3.2, 5.2 კლასის ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“.

3.34 სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია

3.34 სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია

კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას.

შენიშვნა: 3.29 და 3.30 ნიშნების ერთდროულად გამოყენებისას სატრანსპორტო საშუალების გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყენების დროა 19-დან 21 საათამდე. ამ პერიოდში დგომა ნებადართულია სავალი ნაწილის ორივე მხარეს.

შენიშვნა: ა) 3.32 და 3.33 ნიშნები იდგმება სახიფათო, ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი მარშრუტიდან გადახვევის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე მითითებული სატრანსპორტო საშუალებებით ისეთ გზაზე ან რაიონში შესვლის აკრძალვისათვის, სადაც ისინი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიან ადამიანებს; ბ) 3.2–3.9, 3.32 და 3.33 ნიშნები კრძალავს შესაბამისი სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას და მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია; გ) ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19 და 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე; გ.ბ) 3.2–3.8 ნიშნებისა – სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე; გ.გ) 3.28–3.30 ნიშნებისა – საფოსტო ავტომობილზე, რომელსაც ძარაზე აქვს თეთრი დიაგონალური ზოლი ლურჯ ფონზე, აგრეთვე ტაქსიზე, რომელსაც ჩართული აქვს ტაქსომეტრი; გ.დ) 3.2, 3.3, 3.28–3.30 ნიშნებისა – იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს; გ.ე) 3.34 ნიშნისა – სახანძრო ავტომობილზე; დ) 3.18.1 და 3.18.2 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი; ე) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსასვლელთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი; ვ) 5.23.1 და 5.23.2 ნიშნებით აღნიშნული დასახლებული პუნქტის წინ დადგმული 3.24 ნიშნის მოქმედება ვრცელდება შესაბამისად დასახლებული პუნქტის აღმნიშვნელ 5.23.1 და 5.23.2 ნიშნებამდე; ზ) ნიშნების მოქმედების ზონა მცირდება: ზ.ა) 3.16 და 3.26 ნიშნებისა – 8.2.1 დაფის გამოყენებით; ზ.ბ) 3.20, 3.22 და 3.24 ნიშნებისა – მათი მოქმედების ზონის ბოლოში შესაბამისად 3.21, 3.23 და 3.25 ნიშნების დადგმით ან 8.2.1 დაფის გამოყენებით; ზ.გ) 3.24 ნიშნისა − მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარის სხვა მნიშვნელობის მქონე 3.24 ნიშნის დადგმით; ზ.დ) 3.27–3.30 ნიშნებისა – მათი მოქმედების ზონის ბოლოში 8.2.3 დაფის მქონე განმეორებითი 3.27–3.30 ნიშნების დადგმით ან 8.2.2 დაფის გამოყენებით, ან 7.4 ნიშნის, 8.2.1 დაფის დადგმით; თ) 3.27 ნიშნის გამოყენება შეიძლება 1.4 მონიშვნასთან, ხოლო 3.28 ნიშნისა – 1.10 მონიშვნასთან ერთად. ამასთანავე, ნიშნების მოქმედების ზონა მონიშვნის ხაზის სიგრძით განისაზღვრება; ი) 3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული; კ) 3.34 ნიშანი მოქმედებს ამ ნიშნიდან 3.5 მეტრის რადიუსის მანძილზე, ხოლო მიწისქვეშა სახანძრო ჰიდრანტის შემთხვევაში აღნიშნული ნიშნის მოქმედების ზონად განისაზღვრება აგრეთვე სახანძრო ჰიდრანტის სახურავი. 3.34 ნიშნის გამოყენება შეიძლება 1.28 მონიშვნასთან ერთად. ამ შემთხვევაში 3.34 ნიშნის მოქმედების ზონა მონიშვნის ხაზით განისაზღვრება. 3.34 ნიშანი იდგმება სახანძრო ჰიდრანტთან.

მიმთითებელი ნიშნები

4.1.1 მოძრაობა პირდაპირ

4.1.1 მოძრაობა პირდაპირ

ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“ ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიებზე შესასვლელად. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.

4.1.2 მოძრაობა მარჯვნივ

4.1.2 მოძრაობა მარჯვნივ

ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.

4.1.3 მოძრაობა მარცხნივ

4.1.3 მოძრაობა მარცხნივ

ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარცხნივ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.

4.1.4 მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ

4.1.4 მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ

ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.

4.1.5 მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ

4.1.5 მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ

ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.

4.1.6 მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ

4.1.6 მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ

ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ, მარცხნივ და უკუმიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.

4.2.1 დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან

4.2.1 დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან

მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარჯვნიდან შემოვლის მიმართულებას.

4.2.2 დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან

4.2.2 დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან

მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას.

4.2.3 დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან

4.2.3 დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან

მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას.

4.3 წრიული მოძრაობა

4.3 წრიული მოძრაობა

რთავს ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას გზაჯვარედინზე, რომელზედაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული.

4.4 ველობილიკი

4.4 ველობილიკი

ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი ბილიკი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან. 4.4 ნიშანს ძირითად ნიშნად დგამენ ველობილიკის დასაწყისში, განმეორებითად კი − გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ.

4.5 ქვეითთა ბილიკი

4.5 ქვეითთა ბილიკი

ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი, გზისგან განცალკევებული ბილიკი. 4.5 ნიშანს ძირითად ნიშნად დგამენ ქვეითთა ბილიკის დასაწყისში, განმეორებითად კი − გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ.

4.6 მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა

4.6 მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა

ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას − დასახლებული პუნქტის ბოლომდე.

4.7 მინიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული

4.7 მინიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული

4.6 ნიშნის მოქმედების ზონის დასასრული.

4.8 მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები აუცილებელია

4.8 მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები აუცილებელია

გზის მონაკვეთი, რომელზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები უნდა ჰქონდეს დამაგრებული.

4.9.1 სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის მიმართულება

4.9.1 სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის მიმართულება

მიუთითებს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით ნებადართული მოძრაობის მიმართულებას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“: 4.9.1 – პირდაპირ, 4.9.2 – მარჯვნივ, 4.9.3 – მარცხნივ.

4.9.2 სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის მიმართულება

4.9.3 სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის მიმართულება

შენიშვნა: ა) 4.1.1−4.1.6 ნიშნები რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას, ხოლო ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა. 4.1.1−4.1.6 ნიშნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისრების კონფიგურაციით, რომელიც შეესაბამება კონკრეტულ გადაკვეთაზე მოძრაობის საჭირო მიმართულებას; ბ) 4.1.1−4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი; გ) 4.1.1−4.1.6 ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე; დ) 4.1.1 ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიაზე შესასვლელად.

განსაკუთრებული მითითებების ნიშნები

5.1 ავტომაგისტრალი

5.1 ავტომაგისტრალი

ავტომაგისტრალი, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.1.1 დაფით.

5.2 ავტომაგისტრალის დასასრული

5.2 ავტომაგისტრალის დასასრული

მიუთითებს 5.1 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს. 5.2 ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის ბოლოში, ავტომაგისტრალიდან გასასვლელში და წინასწარ 8.1.1 დაფით ავტომაგისტრალის ბოლომდე 400 და 1000 მეტრ მანძილებზე.

5.3 საავტომობილო გზა

5.3 საავტომობილო გზა

გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის.

5.4 საავტომობილო გზის დასასრული

5.4 საავტომობილო გზის დასასრული

მიუთითებს 5.3 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.

5.5 ცალმხრივმოძრაობიანი გზა

5.5 ცალმხრივმოძრაობიანი გზა

გზა ან სავალი ნაწილი, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით ხორციელდება.

5.6 ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული

5.6 ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული

მიუთითებს 5.5 ნიშნით აღნიშნული გზის ან სავალი ნაწილის დასასრულს.

5.7.1 ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა

5.7.1 ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა

მიუთითებს ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას. ნიშნები იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშნები შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.5 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

5.7.2 ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა

5.8 რევერსული მოძრაობა

5.8 რევერსული მოძრაობა

გზის მონაკვეთის დასაწყისი, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება შეიძლება საპირისპიროდ შეიცვალოს.

5.9 რევერსული მოძრაობის დასასრული

5.9 რევერსული მოძრაობის დასასრული

მიუთითებს 5.8 ნიშნით აღნიშნული გზის მონაკვეთის დასასრულს.

5.10 გასვლა გზაზე, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა

5.10 გასვლა გზაზე, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა

მიუთითებს 5.8 ნიშნით აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გასვლას. ნიშანი იდგმება ყველა გვერდითი გასასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.8 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

5.11 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა

5.11 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა

გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას.

5.11.1 ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა

5.11.1 ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა

გზა, რომელზედაც ტაქსი (M1 კატეგორია) მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით და რომელიც იმავდროულად არის 5.11 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლის მქონე გზა. 5.11.1 საგზაო ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. ეს ნიშანი არ ავალდებულებს ტაქსის (M1 კატეგორია), მხოლოდ ამ ზოლზე იმოძრაოს.

5.12 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზის დასასრული

5.12 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზის დასასრული

მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.

5.12.1 ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზის დასასრული

5.12.1 ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზის დასასრული

მიუთითებს 5.11.1 საგზაო ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.

5.13.1 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა

5.13.1 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა

მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზაზე გასვლას. ნიშნები იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშნები შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

5.13.2 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა

5.13.3 ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა

5.13.3 ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა

მიუთითებს 5.11.1 საგზაო ნიშნით აღნიშნულ გზაზე გასვლას. 5.13.3, 5.13.4 საგზაო ნიშნები იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ეს ნიშნები შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11.1 საგზაო ნიშნით აღნიშნული გზიდან.

5.13.4 ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა

5.14 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი

5.14 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი

გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე.

5.14.1 ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლი

5.14.1 ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლი

გზა, რომელზედაც ტაქსი (M1 კატეგორია) მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით და რომელიც იმავდროულად არის 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი. 5.14.1 საგზაო ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. ეს ნიშანი არ ავალდებულებს ტაქსის (M1 კატეგორია), მხოლოდ ამ ზოლზე იმოძრაოს. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული აღნიშნული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე.

5.15.1 ზოლებზე მოძრაობის მიმართულებები

5.15.1 ზოლებზე მოძრაობის მიმართულებები

მიუთითებს ზოლების რაოდენობას და ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს.

5.15.2 ზოლზე მოძრაობის მიმართულებები

5.15.2 ზოლზე მოძრაობის მიმართულებები

მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს.

5.15.3 ზოლის დასაწყისი

5.15.3 ზოლის დასაწყისი

მიუთითებს აღმართზე ან განშტოებასა და გადაკვეთაზე დამუხრუჭების ან დამატებითი ზოლის დასაწყისს. თუ დამატებითი ზოლის წინ დადგმულ 5.15.3 ნიშანზე გამოსახულია 4.6 ნიშანი („მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“), სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც არ შეუძლია განაგრძოს ძირითად ზოლზე მითითებული ან მეტი სიჩქარით მოძრაობა, დამატებით ზოლზე გადაადგილდება.

5.15.4 ზოლის დასაწყისი

5.15.4 ზოლის დასაწყისი

მიუთითებს სამზოლიან გზაზე შუა ზოლის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის.

5.15.5 ზოლის დასასრული

5.15.5 ზოლის დასასრული

მიუთითებს აღმართზე დამუხრუჭების ან დამატებითი ზოლის დასასრულს.

5.15.6 ზოლის დასასრული

5.15.6 ზოლის დასასრული

მიუთითებს სამზოლიან გზაზე იმ ზოლის მონაკვეთის დასასრულს, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის.

5.15.7 ზოლებზე მოძრაობის მიმართულება

5.15.7 ზოლებზე მოძრაობის მიმართულება
5.15.7 ზოლებზე მოძრაობის მიმართულება

მიუთითებს ზოლების რაოდენობას და თითოეულ ზოლზე მოძრაობის მიმართულებას. თუ 5.15.7 ნიშანზე გამოსახულია სხვა ნიშანი, რომელიც კრძალავს რომელიმე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, შესაბამის ზოლზე ამ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია.

5.15.8 ზოლების რაოდენობა

5.15.8 ზოლების რაოდენობა

მიუთითებს მოცემული მიმართულებით ზოლების რაოდენობას და ზოლებზე მოძრაობისათვის დადგენილ რეჟიმებს. ნიშანი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში გზის უბნის დასაწყისიდან 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–150 მეტრ მანძილზე.

5.16 ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი

5.16 ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი

მიუთითებს დადგენილი მარშრუტით მოძრავ ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილზე. დასახლებულ პუნქტში მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ ავტობუსსა და ტროლეიბუსს, რომელებიც მოძრაობას იწყებენ მონიშნული გაჩერებიდან. ავტობუსის და ტროლეიბუსის მძღოლები კი მხოლოდ მაშინ იწყებენ მოძრაობას, როცა დარწმუნდებიან, რომ მათ გზას უთმობენ. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების გაჩერება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მონიშნული გასაჩერებელი მოედნიდან, ხოლო როცა ის არ არის - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ადგილის მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას.

5.17 ტრამვაის გაჩერების ადგილი

5.17 ტრამვაის გაჩერების ადგილი

მიუთითებს ტრამვაის მონიშნულ გაჩერების ადგილზე. მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს სავალი ნაწილის შუაში, თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის მონიშნულ გაჩერებაზე მდგომ ტრამვაისკენ მიმავალ ან ტრამვაის კარის მხრიდან მომავალ ქვეითებს.

5.18 მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილი

5.18 მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილი

მიუთითებს მსუბუქი ტაქსის მონიშნულ დგომის ადგილზე. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ტაქსის მონიშნული გასაჩერებელი მოედნიდან, ხოლო როცა ის არ არის - ტაქსის გაჩერების ადგილის მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს მსუბუქი ტაქსის მოძრაობას.

5.19.1 ქვეითთა გადასასვლელი

5.19.1 ქვეითთა გადასასვლელი

გზაზე ქვეითთა გადასასვლელისთვის გამოყოფილი ადგილი. 5.19.1 ნიშანი იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 5.19.2 ნიშანი − გზის მარცხენა მხარეს. გადასასვლელზე 1.14 მონიშვნის არარსებობისას 5.19.1 ნიშანი იდგმება გადასასვლელის ახლო საზღვართან, ხოლო 5.19.2 ნიშანი − გადასასვლელის შორ საზღვართან.

5.19.2 ქვეითთა გადასასვლელი

5.20 ხელოვნური უსწორმასწორობა

5.20 ხელოვნური უსწორმასწორობა

მიუთითებს გზის სავალ ნაწილზე არსებულ ხელოვნურ უსწორმასწორობას. ნიშანი იდგმება ხელოვნურ უსწორმასწორობასთან ან 1.25 მონიშვნასთან მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების მხარეს.

5.21 საცხოვრებელი ზონა

5.21 საცხოვრებელი ზონა

ტერიტორია (ზონა), სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.

5.22 საცხოვრებელი ზონის დასასრული

5.22 საცხოვრებელი ზონის დასასრული

მიუთითებს 5.21 ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში.

5.23.1 დასახლებული პუნქტის დასაწყისი

5.23.1 დასახლებული პუნქტის დასაწყისი

მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები.

5.23.2 დასახლებული პუნქტის დასაწყისი

5.23.2 დასახლებული პუნქტის დასაწყისი

მიუთითებს განაშენიანებული გზის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში და რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები (სააგარაკო დაბები, ცალკე მდგომი დაწესებულებები და ა. შ.).

5.24.1 დასახლებული პუნქტის დასასრული

5.24.1 დასახლებული პუნქტის დასასრული

მიუთითებს 5.23.1 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულს.

5.24.2 დასახლებული პუნქტის დასასრული

5.24.2 დასახლებული პუნქტის დასასრული

მიუთითებს 5.23.2 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულს.

5.25 დასახლებული პუნქტის დასაწყისი

5.25 დასახლებული პუნქტის დასაწყისი

მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც არ მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები.

5.26 დასახლებული პუნქტის დასასრული

5.26 დასახლებული პუნქტის დასასრული

მიუთითებს 5.25 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულს.

5.27 ზონა დგომის შეზღუდვით

5.27 ზონა დგომის შეზღუდვით

აღნიშნავს ტერიტორიის დასაწყისს, რომლის ფარგლებშიც დგომა შეზღუდულია. ზონაში მოქმედი შეზღუდვა და მისი მოქმედების დრო მითითებულია თვით ნიშანზე.

5.28 დგომის შეზღუდვის ზონის დასასრული

5.28 დგომის შეზღუდვის ზონის დასასრული

მიუთითებს 5.27 ნიშნით აღნიშნული ზონის დასასრულს.

5.29 რეგულირებადი სადგომი ზონა

5.29 რეგულირებადი სადგომი ზონა

აღნიშნავს ტერიტორიის დასაწყისს, რომლის ფარგლებშიც დგომა ნებადართულია მხოლოდ საგზაო ნიშნებითა და მონიშვნით მოწესრიგებულ ადგილებში.

5.30 რეგულირებადი სადგომი ზონის დასასრული

5.30 რეგულირებადი სადგომი ზონის დასასრული

მიუთითებს 5.29 ნიშნით აღნიშნული ზონის დასასრულს.

5.31 მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონა

5.31 მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონა

აღნიშნავს ტერიტორიის დასაწყისს, რომლის ფარგლებშიც აკრძალულია ნიშანზე მითითებულზე მეტი სიჩქარით მოძრაობა.

5.32 მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული

5.32 მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული

მიუთითებს 5.31 ნიშნით აღნიშნული ზონის დასასრულს.

5.33 ქვეითთა ზონა

5.33 ქვეითთა ზონა

ტერიტორია, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ქვეითებისათვის.

5.34 ქვეითთა ზონის დასასრული

5.34 ქვეითთა ზონის დასასრული

მიუთითებს 5.33 ნიშნით აღნიშნული ტერიტორიის დასასრულს.

5.35 საავადმყოფო

5.35 საავადმყოფო

მიუთითებს გზასთან ახლოს სამედიცინო დაწესებულების არსებობის თაობაზე. ნიშანთან გავლისას მძღოლი შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდოს ზედმეტ ხმაურს.

5.36 შერწყმის ადგილი

5.36 შერწყმის ადგილი

ავტომაგისტრალთან სხვა გზიდან ამოსასვლელის (გაქანების ზოლის) შერწყმის ადგილი.

5.37 გვირაბი

5.37 გვირაბი

მიუთითებს საავტომობილო გვირაბის დასაწყისს, საიდანაც საავტომობილო გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები მოქმედებს. 5.37 საგზაო ნიშანი იდგმება საავტომობილო გვირაბის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.2.1 დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფით) ან მის გარეშე. ამასთანავე, ამ ნიშნის ქვემოთა ნაწილში ან 8.2.1 დამატებითი ინფორმაციის ნიშანზე (დაფაზე) შეიძლება აღინიშნოს საავტომობილო გვირაბის სიგრძე.

5.38 გვირაბის დასასრული

5.38 გვირაბის დასასრული

მიუთითებს საავტომობილო გვირაბის დასასრულს (საავტომობილო გზის იმ მონაკვეთის დასასრულს, სადაც საავტომობილო გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები მოქმედებს). 5.38 საგზაო ნიშანი იდგმება საავტომობილო გვირაბის ბოლოში (საავტომობილო გზის იმ მონაკვეთის ბოლოში, სადაც საავტომობილო გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები მოქმედებს).

5.39 სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აკრძალვის ზონა

5.39 სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აკრძალვის ზონა

აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც აკრძალულია M3, N2, N3 და T კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების (მასის მითითებით) მოძრაობა ამ ნიშანზე მითითებულ დროსა და დღეს (დღეებში).

5.40 სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აკრძალვის ზონის დასასრული

5.40 სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აკრძალვის ზონის დასასრული

მიუთითებს 5.39 ნიშნით აღნიშნული ტერიტორიის დასასრულს.

5.41 მოტოციკლისთვის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედისთვის (გარდა სამთვლიანისა) განკუთვნილი მოძრაობის ზოლი

5.41 მოტოციკლისთვის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედისთვის (გარდა სამთვლიანისა) განკუთვნილი მოძრაობის ზოლი

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლი, რომელზედაც მოტოციკლი (გარდა სამთვლიანისა) და მოპედი (გარდა სამთვლიანისა) გადაადგილდებიან.

5.41.1 ტაქსისთვის (M1 კატეგორია), მოტოციკლისთვის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედისთვის (გარდა სამთვლიანისა) განკუთვნილი მოძრაობის ზოლი

5.41.1 ტაქსისთვის (M1 კატეგორია), მოტოციკლისთვის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედისთვის (გარდა სამთვლიანისა) განკუთვნილი მოძრაობის ზოლი

გზა, რომელზედაც ტაქსი (M1 კატეგორია), მოტოციკლი (გარდა სამთვლიანისა) და მოპედი (გარდა სამთვლიანისა) სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობენ და რომელიც იმავდროულად 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლია. 5.41.1 საგზაო ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. 5.41.1 საგზაო ნიშანი არ ავალდებულებს ტაქსის (M1 კატეგორია), მოტოციკლს (გარდა სამთვლიანისა) და მოპედს (გარდა სამთვლიანისა), მხოლოდ ამ ზოლზე იმოძრაონ. აკრძალულია მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) განსაზღვრულ დროსა და დღეს (დღეებში) მოძრაობა (მისი (მათი) არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა: ა) 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები, რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვევის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების უფლებასაც იძლევა; ბ) 5.15.1 და 5.15.2 ნიშნების მოქმედება, რომლებიც გზაჯვარედინის წინაა დადგმული, ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მასზე დადგმული სხვა 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები განსხვავებულ მითითებას არ იძლევა; გ) 5.15.1 და 5.15.2 ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.

შენიშვნა: 5.16−5.18 ნიშნები აღნიშნავს შესაბამისი სახის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გასაჩერებელ პუნქტსა და მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილს.

შენიშვნა: 5.23.1, 5.23.2 და 5.25 ნიშნები იდგმება დასახლებული პუნქტის ყველა შესასვლელში, ხოლო 5.24.1, 5.24.2 და 5.26 ნიშნები − ყველა გამოსასვლელში განაშენიანების ფაქტობრივ საზღვარზე.

შენიშვნა: ა) 5.27, 5.29 და 5.31 ნიშნები აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისად რეგლამენტირებულია დგომა ან შეზღუდულია მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე; ბ) 5.28, 5.30 და 5.32 ნიშნები მიუთითებს შესაბამისად 5.27, 5.29 და 5.31 ნიშნებით აღნიშნული ტერიტორიის დასასრულს.

შენიშვნა: 5.27, 5.29, 5.31 და 5.33 ნიშნები იდგმება ტერიტორიის ყველა შესასვლელში, ხოლო 5.28, 5.30, 5.32 და 5.34 ნიშნები − ყველა გამოსასვლელში.

შენიშვნა: 5.39 ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ გამონაკლისებზე.

ობიექტებისა და სერვისის ნიშნები

6.1 პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი

6.1 პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი

მიუთითებს ობიექტს, სადაც შესაძლებელია პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

6.2 ავტოგასამართი სადგური

6.2 ავტოგასამართი სადგური

მიუთითებს ობიექტს, სადაც შეიძლება ავტომობილის გაწყობა საწვავ-საპოხი მასალებით.

6.3 ავტომობილის ტექნიკური მომსახურება

6.3 ავტომობილის ტექნიკური მომსახურება

მიუთითებს ობიექტზე, სადაც შეიძლება ავტომობილს ჩაუტარდეს ტექნიკური მომსახურება.

6.4 ავტომობილის რეცხვა

6.4 ავტომობილის რეცხვა

მიუთითებს ობიექტს, სადაც შეიძლება ავტომობილის გარეცხვა.

6.5 ტელეფონი

6.5 ტელეფონი

მიუთითებს ტელეფონ-ავტომატის ან კავშირგაბმულობის სამსახურის მდებარეობის შესახებ.

6.6 კვების პუნქტი

6.6 კვების პუნქტი

მიუთითებს კვების ობიექტის მდებარეობის შესახებ.

6.7 სასმელი წყალი

6.7 სასმელი წყალი

მიუთითებს სასმელი წყლის მდებარეობის შესახებ.

6.8 სასტუმრო ან მოტელი

6.8 სასტუმრო ან მოტელი

მიუთითებს სასტუმროს ან მოტელის მდებარეობის შესახებ.

6.9 კემპინგი

6.9 კემპინგი

მიუთითებს ტურისტთა დასასვენებელი ობიექტის მდებარეობის შესახებ.

6.10 დასვენების ადგილი

6.10 დასვენების ადგილი

მიუთითებს გზის მახლობლად დასასვენებელი ადგილის მდებარეობის შესახებ.

6.11 საპატრულო პოლიციის საგუშაგო

6.11 საპატრულო პოლიციის საგუშაგო

მიუთითებს საპატრულო პოლიციის სტაციონარული საგუშაგოს მდებარეობის შესახებ.

6.12 პოლიცია

6.12 პოლიცია

მიუთითებს პოლიციის დაწესებულებაზე.

6.13 საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკონტროლო პუნქტი

6.13 საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკონტროლო პუნქტი

მიუთითებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკონტროლო პუნქტზე.

6.14 საგზაო მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის გადამცემი რადიოსადგურის მიღების ზონა

6.14 საგზაო მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის გადამცემი რადიოსადგურის მიღების ზონა

მიუთითებს იმ ზონაზე, სადაც შესაძლებელია საგზაო მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის გადამცემი რადიოსადგურის მიღება. ნიშანზე მითითებულია რადიოსადგურის სიხშირე.

6.15 საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონა

6.15 საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონა

მიუთითებს იმ ზონაზე, სადაც შესაძლებელია საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის დამყარება. ნიშანზე მითითებულია რადიოარხის ნომერი.

6.16 საცურაო აუზი ან პლაჟი

6.16 საცურაო აუზი ან პლაჟი

მიუთითებს საცურაო აუზზე ან პლაჟზე.

6.17 საპირფარეშო

6.17 საპირფარეშო

მიუთითებს საპირფარეშოზე.

საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები

7.1 მაქსიმალური სიჩქარის ზოგადი შეზღუდვები

7.1 მაქსიმალური სიჩქარის ზოგადი შეზღუდვები

იძლევა ინფორმაციას სიჩქარის ზოგადი შეზღუდვების თაობაზე, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილია საქართველოს გზებზე. ნიშანი იდგმება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელში საკონტროლო გამშვებ პუნქტთან.

7.2 რეკომენდებული სიჩქარე

7.2 რეკომენდებული სიჩქარე

მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში. ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად − სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე.

7.3.1 მობრუნების ადგილი

7.3.1 მობრუნების ადგილი
7.3.1 მობრუნების ადგილი

მიუთითებს მობრუნების ადგილს. 7.3.1 საგზაო ნიშანი იდგმება მობრუნების ადგილის წინ ან მის ზემოთ, ან წინასწარ 8.1.1 დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფით). ეს ნიშანი მარცხნივ მოხვევის ნებას არ რთავს.

7.4 დგომის ადგილი

7.4 დგომის ადგილი

ადგილი, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალებების დგომისთვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვით განისაზღვრება, ხოლო მისი არარსებობისას ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე ან იზღუდება 8.2.1 დაფით.

7.5 საავარიო გაჩერების ზოლი

7.5 საავარიო გაჩერების ზოლი

მიუთითებს ციცაბო დაღმართზე საავარიო გაჩერების ზოლის არსებობის თაობაზე. ნიშანი იდგმება საავარიო გაჩერების ზოლის შესასვლელის წინ.

7.6 ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი

7.6 ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი
7.6 ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი

ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი.

7.7 ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი

7.7 ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი
7.7 ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი

ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი.

7.8.1 ჩიხი

7.8.1 ჩიხი

გზა, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი. 7.8.1 ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში, ხოლო 7.8.2 და 7.8.3 ნიშნები − იმ გზის გადაკვეთის წინ, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი.

7.8.2 ჩიხი

7.8.2 ჩიხი

გზა, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი. 7.8.1 ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში, ხოლო 7.8.2 და 7.8.3 ნიშნები − იმ გზის გადაკვეთის წინ, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი.

7.8.3 ჩიხი

7.8.3 ჩიხი

გზა, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი. 7.8.1 ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში, ხოლო 7.8.2 და 7.8.3 ნიშნები − იმ გზის გადაკვეთის წინ, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი.

7.9.1 მიმართულებათა წინასწარი მაჩვენებელი

7.9.1 მიმართულებათა წინასწარი მაჩვენებელი
7.9.1 მიმართულებათა წინასწარი მაჩვენებელი

მიუთითებს დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებებს/მიმართულებას, აგრეთვე გზის იმ უბნის შემოვლის მიმართულებებს/მიმართულებას, რომელზედაც შეზღუდვებია შემოღებული. 7.9.1 და 7.9.2 ნიშნებზე აგრეთვე აღიბეჭდება 7.14.1 ნიშნის გამოსახულება, მიეთითება ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები. 7.9.1 ნიშანზე აღიბეჭდება სხვა ისეთი ნიშნების გამოსახულებებიც, რომლებიც იძლევა ინფორმაციას მოძრაობის თავისებურებებზე. 7.9.1 ნიშნის ქვემოთა ნაწილში მითითებულია მანძილი ნიშნის დადგმის ადგილიდან გზაჯვარედინამდე ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისამდე.

7.9.2 მიმართულების წინასწარი მაჩვენებელი

7.9.3 მოძრაობის სქემა

7.9.3 მოძრაობის სქემა

მიუთითებს მოძრაობის სქემას გზაჯვარედინზე ცალკეული მანევრების აკრძალვის დროს ან რთულ გზაჯვარედინზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ.

7.10.1 მიმართულებების მაჩვენებელი

7.10.1 მიმართულებების მაჩვენებელი

მიუთითებს დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებებს/მიმართულებას. ნიშნებზე მიეთითება მანძილი (კმ) მათზე აღნიშნულ ობიექტამდე, აგრეთვე ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები.

7.10.2 მიმართულების მაჩვენებელი

7.11 ობიექტის დასახელება

7.11 ობიექტის დასახელება

მიუთითებს დასახლებული პუნქტისაგან განსხვავებული ობიექტის დასახელებას – ქუჩა, მდინარე, ტბა, უღელტეხილი, ღირსშესანიშნაობა და სხვა. ნიშანი იდგმება უშუალოდ ობიექტის წინ.

7.12 მანძილის მაჩვენებელი

7.12 მანძილის მაჩვენებელი

მიუთითებს მანძილს (კმ) მარშრუტზე მდებარე დასახლებულ პუნქტამდე და სხვა ობიექტამდე.

7.13 საკილომეტრო ნიშანი

7.13 საკილომეტრო ნიშანი

მიუთითებს მანძილს (კმ) ნიშნის დადგმის ადგილიდან გზის დასაწყისამდე ან ბოლომდე. ნიშანი იდგმება ყოველი 1 კმ-ის შემდეგ.

7.14.1 მარშრუტის ნომერი

7.14.1 მარშრუტის ნომერი

მიუთითებს დადგენილი წესით დამტკიცებული გზის (მარშრუტის) ნომერსა და მიმართულებას.

7.14.2 მარშრუტის ნომერი

7.14.2 მარშრუტის ნომერი

მიუთითებს დადგენილი წესით დამტკიცებული გზის (მარშრუტის) ნომერსა და მიმართულებას.

7.15.1 სატვირთო ავტომობილით მოძრაობის მიმართულება

7.15.1 სატვირთო ავტომობილით მოძრაობის მიმართულება

მიუთითებს სატვირთო ავტომობილის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობის რეკომენდებულ მიმართულებას, თუ გზაჯვარედინზე ერთ-ერთი მიმართულებით მათი მოძრაობა აკრძალულია. ნიშნები იდგმება რეკომენდებული მიმართულების დასაწყისში გზაჯვარედინის წინ ან გზაჯვარედინამდე 100−150 მეტრ მანძილზე.

7.15.2 სატვირთო ავტომობილით მოძრაობის მიმართულება

7.15.3 სატვირთო ავტომობილით მოძრაობის მიმართულება

7.16 „სდექ“ ხაზი

7.16 „სდექ“ ხაზი

მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილს რეგულირებულ გზაჯვარედინსა და არარეგულირებულ რკინიგზის გადასასვლელზე;

7.17 შემოვლის სქემა

7.17 შემოვლის სქემა

მიუთითებს მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის სქემას. ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინიდან, სადაც იწყება შემოვლის მარშრუტი, 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში − 50−100 მეტრ მანძილზე.

7.18.1 შემოვლის მიმართულება

7.18.1 შემოვლის მიმართულება

მიუთითებს მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას. ნიშნები იდგმება შემოვლის მარშრუტზე ყოველი გზაჯვარედინის წინ.

7.18.2 შემოვლის მიმართულება

7.18.2 შემოვლის მიმართულება

მიუთითებს მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას. ნიშნები იდგმება შემოვლის მარშრუტზე ყოველი გზაჯვარედინის წინ.

7.18.3 შემოვლის მიმართულება

7.18.3 შემოვლის მიმართულება

მიუთითებს მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას. ნიშნები იდგმება შემოვლის მარშრუტზე ყოველი გზაჯვარედინის წინ.

7.19.1 სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი

7.19.1 სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი

მიუთითებს მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, ან მოძრაობის მიმართულებას მარჯვენა სავალ ნაწილზე დასაბრუნებლად.

7.19.2 სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი

7.20.1 ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილი

7.20.1 ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილი

ადგილი, რომელიც განკუთვნილია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვისათვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება.

7.20.2 საცნობი ნიშნის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ მქონე სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი

7.20.2 საცნობი ნიშნის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ მქონე სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი

ადგილი, რომელიც განკუთვნილია საცნობი ნიშნის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ მქონე სატრანსპორტო საშუალების დგომისათვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება. ეს ადგილი შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე 7.4 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნითა და 8.17 დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფით).

7.20.3 ტურისტული მარშრუტისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი

7.20.3 ტურისტული მარშრუტისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი

ადგილი, რომელიც განკუთვნილია ტურისტული მარშრუტისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დგომისათვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება.

7.20.4 ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი

7.20.4 ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი

ადგილი, რომელიც განკუთვნილია ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დგომისათვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება.

7.20.5 ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის დგომის ადგილი

7.20.5 ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის დგომის ადგილი

ადგილი, რომელიც განკუთვნილია ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის დგომისათვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება.

7.20.6 მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) დგომის ადგილი

7.20.6 მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) დგომის ადგილი

ადგილი, რომელიც მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) დგომისთვისაა განკუთვნილი.

შენიშვნა: 7.6 და 7.7 ნიშნები იდგმება ქვეითთა გადასასვლელის ყველა ჩასასვლელთან და გადასასვლელთან.

შენიშვნა: დაუსახლებელ პუნქტში დადგმულ 7.9.1, 7.9.2, 7.10.1 და 7.10.2 ნიშნებზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ 7.9.1, 7.9.2, 7.10.1 და 7.10.2 ნიშნებზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.

დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)

8.1.1 მანძილი ობიექტამდე

8.1.1 მანძილი ობიექტამდე

მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოღების ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე).

8.1.2 მანძილი ობიექტამდე

8.1.2 მანძილი ობიექტამდე

მიუთითებს მანძილს 2.3 ნიშნიდან გზაჯვარედინამდე, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.4 ნიშანი.

8.1.3 მანძილი ობიექტამდე

8.1.3 მანძილი ობიექტამდე

მიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე.

8.1.4 მანძილი ობიექტამდე

8.1.4 მანძილი ობიექტამდე

მიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე.

8.2.1 მოქმედების ზონა

8.2.1 მოქმედების ზონა

მიუთითებს მაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას.

8.2.2 მოქმედების ზონა

8.2.2 მოქმედების ზონა

მიუთითებს 3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონას.

8.2.3 მოქმედების ზონა

8.2.3 მოქმედების ზონა

მიუთითებს 3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს.

8.2.4 მოქმედების ზონა

8.2.4 მოქმედების ზონა

მძღოლს აწვდის ინფორმაციას მისი 3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონაში ყოფნის თაობაზე.

8.2.5 მოქმედების ზონა

8.2.5 მოქმედების ზონა

3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონა გაჩერებისა და დგომის აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა. შ. ერთი მხარის გასწვრივ.

8.2.6 მოქმედების ზონა

8.2.6 მოქმედების ზონა

3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონა გაჩერებისა და დგომის აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა. შ. ერთი მხარის გასწვრივ.

8.3.1 მოქმედების მიმართულება

8.3.1 მოქმედების მიმართულება

მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას ან უშუალოდ გზასთან მდებარე აღნიშნული ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებას.

8.3.2 მოქმედების მიმართულება

8.3.2 მოქმედების მიმართულება

მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას ან უშუალოდ გზასთან მდებარე აღნიშნული ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებას.

8.3.3 მოქმედების მიმართულება

8.3.3 მოქმედების მიმართულება

მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას ან უშუალოდ გზასთან მდებარე აღნიშნული ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებას.

8.4.1 სატრანსპორტო საშუალების სახეობა

8.4.1 სატრანსპორტო საშუალების სახეობა

მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება.

8.4.2 სატრანსპორტო საშუალების სახეობა

8.4.2 სატრანსპორტო საშუალების სახეობა

მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება.

8.4.3 სატრანსპორტო საშუალების სახეობა

8.4.3 სატრანსპორტო საშუალების სახეობა

მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება.

8.4.4 სატრანსპორტო საშუალების სახეობა

8.4.4 სატრანსპორტო საშუალების სახეობა

მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება.

8.4.5 სატრანსპორტო საშუალების სახეობა

8.4.5 სატრანსპორტო საშუალების სახეობა

მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება.

8.4.6 სატრანსპორტო საშუალების სახეობა

8.4.6 სატრანსპორტო საშუალების სახეობა

მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება.

8.4.7 სატრანსპორტო საშუალების სახეობა

8.4.7 სატრანსპორტო საშუალების სახეობა

მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება.

8.4.8 სატრანსპორტო საშუალების სახეობა

8.4.8 სატრანსპორტო საშუალების სახეობა

მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება.

8.5.1 შაბათი, კვირა და სადღესასწაულო დღეები

8.5.1 შაბათი, კვირა და სადღესასწაულო დღეები

მიუთითებს კვირის დღეებზე, როცა მოქმედებს ნიშნები.

8.5.2 სამუშაო დღეები

8.5.2 სამუშაო დღეები

მიუთითებს კვირის დღეებზე, როცა მოქმედებს ნიშნები.

8.5.3 კვირის დღეები

8.5.3 კვირის დღეები

მიუთითებს კვირის დღეებზე, როცა მოქმედებს ნიშნები.

8.5.4 მოქმედების დრო

8.5.4 მოქმედების დრო

მიუთითებს დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშანი.

8.5.5 მოქმედების დრო

8.5.5 მოქმედების დრო

მიუთითებს კვირის დღეებსა და დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშნები.

8.5.6 მოქმედების დრო

8.5.6 მოქმედების დრო

მიუთითებს კვირის დღეებსა და დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშნები.

8.5.7 მოქმედების დრო

8.5.7 მოქმედების დრო

მიუთითებს კვირის დღეებსა და დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშნები.

8.6.1 სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი

8.6.1 სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი

განსაზღვრავს სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ხერხს; ამასთანავე, 8.6.1 დაფა მიუთითებს, რომ სადგომზე ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა დადგეს სავალ ნაწილზე ტროტუარის გასწვრივ, ხოლო 8.6.2–8.6.9 დაფები მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის ტროტუართან მიმდებარე სადგომზე დაყენების ხერხზე.

8.6.2 სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი

8.6.3 სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი

8.6.4 სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი

8.6.5 სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი

8.6.6 სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი

8.6.7 სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი

8.6.8 სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი

8.6.9 სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი

8.7 დგომა გამორთული ძრავათი

8.7 დგომა გამორთული ძრავათი

მიუთითებს, რომ 7.4 ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომა ნებადართულია მხოლოდ გამორთული ძრავათი.

8.8 ფასიანი მომსახურება

8.8 ფასიანი მომსახურება

მიუთითებს, რომ 7.4 ნიშნით აღნიშნულ სადგომზე მომსახურება ფასიანია.

8.9 დგომის ხანგრძლივობის შეზღუდვა

8.9 დგომის ხანგრძლივობის შეზღუდვა

მიუთითებს, რომ 7.4 ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეზღუდულია.

8.10 ავტომობილის დათვალიერების ადგილი

8.10 ავტომობილის დათვალიერების ადგილი

მიუთითებს, რომ 7.4 ან 6.10 ნიშნით აღნიშნულ მოედანზე არის ესტაკადა ან დასათვალიერებელი თხრილი (ორმო).

8.11 ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა

8.11 ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა

მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება დაფაზე მითითებულს.

8.12 სახიფათო გზისპირი

8.12 სახიფათო გზისპირი

მიუთითებს, რომ გზისპირზე გადასვლა სახიფათოა მასზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო. დაფა გამოიყენება 1.26 ნიშანთან ერთად.

8.13 მთავარი გზის მიმართულება

8.13 მთავარი გზის მიმართულება

მიუთითებს მთავარი გზის მიმართულებას გზაჯვარედინზე. დაფა იდგმება 2.1, 2.3 და 2.4 ნიშნებთან ერთად, როცა გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას.

8.14 მოძრაობის ზოლი

8.14 მოძრაობის ზოლი

მიუთითებს მოძრაობის ზოლს, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის ან შუქნიშნის მოქმედება. დაფა თავსდება მოძრაობის ზოლის ზემოთ.

8.15 უსინათლო ქვეითები

8.15 უსინათლო ქვეითები

მიუთითებს, რომ ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობს უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული პირი. დაფა გამოიყენება 1.23, 5.19.1 და 5.19.2 ნიშნებთან და შუქნიშნებთან ერთად.

8.16 სველი საფარი

8.16 სველი საფარი

მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია. დაფა გამოიყენება 1.16, 3.20, 3.22 და 3.24 ნიშნებთან ერთად.

8.17 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი

8.17 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი

მიუთითებს, რომ 7.4 საგზაო ნიშნის მოქმედება ვრცელდება საცნობი ნიშნის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე. ეს ადგილი შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე 7.20.2 საგზაო ნიშნით.

8.18 გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა

8.18 გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა

მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“.

8.19 სახიფათო ტვირთის კლასი

8.19 სახიფათო ტვირთის კლასი

მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც გადააქვს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული, დაფაზე მითითებული სახიფათო კლასის ტვირთი. დაფა გამოიყენება 3.32, 3.33 და 4.9.1–4.9.3 ნიშნებთან ერთად.

8.20.1 სატრანსპორტო საშუალების საწევრის ტიპი

8.20.1 სატრანსპორტო საშუალების საწევრის ტიპი

მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების ერთმანეთთან მიახლოებული ღერძების რაოდენობას, რომლებზედაც თითოეულისათვის 3.12 ნიშანზე აღნიშნული მასა დასაშვები ნორმაა.

8.20.2 სატრანსპორტო საშუალების საწევრის ტიპი

8.20.2 სატრანსპორტო საშუალების საწევრის ტიპი

მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების ერთმანეთთან მიახლოებული ღერძების რაოდენობას, რომლებზედაც თითოეულისათვის 3.12 ნიშანზე აღნიშნული მასა დასაშვები ნორმაა.

8.21.1 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა

8.21.1 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა

მიუთითებს მეტროპოლიტენის სადგურთან არსებულ სადგომ მოედანს. დაფა გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად.

8.21.2 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა

8.21.2 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა

მიუთითებს მეტროპოლიტენის სადგურთან არსებულ ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის სადგომ მოედანს. დაფა გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად.

8.21.3 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა

8.21.3 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა

მიუთითებს მეტროპოლიტენის სადგურთან არსებულ ტრამვაის სადგომ მოედანს. დაფა გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად.

8.22.1 წინააღმდეგობა

8.22.1 წინააღმდეგობა

გამოიყენება 4.2.1 ნიშანთან ერთად, დაბრკოლების შემოვლისას მძღოლის უკეთ ორიენტირებისათვის.

8.22.2 წინააღმდეგობა

8.22.2 წინააღმდეგობა

გამოიყენება 4.2.2 ნიშანთან ერთად, დაბრკოლების შემოვლისას მძღოლის უკეთ ორიენტირებისათვის.

8.22.3 წინააღმდეგობა

8.22.3 წინააღმდეგობა

გამოიყენება 4.2.3 ნიშანთან ერთად, დაბრკოლების შემოვლისას მძღოლის უკეთ ორიენტირებისათვის.

შენიშვნა: დაფები ნიშნის მოქმედებას ავრცელებენ: ა) 8.4.1 − სატვირთო ავტომობილზე (მისაბმელით ან მის გარეშე), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტ-ზე მეტია; ბ) 8.4.2 – სატვირთო ავტომობილზე ან ტრაქტორზე ნებისმიერი სახეობის მისაბმელით და ნახევარმისაბმელით, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მაბუქსირებელ სატრანსპორტო საშუალებაზე; გ) 8.4.3 − მსუბუქ ავტომობილზე; დ) 8.4.8 – საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე.

შენიშვნა: ა) დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) თავსდება უშუალოდ იმ ნიშნის ქვემოთ, რომელთანაც ისინი გამოიყენება. 8.2.2–8.2.4 და 8.13 დაფები თავსდება სათანადო ნიშნის გვერდით, თუ ეს ნიშანი განლაგებულია სავალი ნაწილის, გზისპირის ან ტროტუარის ზემოთ; ბ) თუ დროებითი საგზაო ნიშნების (გადასატანი სადგარი) და სტაციონარული საგზაო ნიშნების მოთხოვნები ურთიერთსაპირისპიროა, მძღოლი ხელმძღვანელობს დროებითი ნიშნებით; გ) საგზაო პირობების აღქმის გასაუმჯობესებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები). საგზაო ნიშნები

საგზაო მონიშვნა (დანართი №2)

საგზაო მონიშვნა ადგენს მოძრაობის გარკვეულ რეჟიმებსა და წესრიგს, არის მძღოლის ვიზუალური ორიენტაციის საშუალება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დამოუკიდებლად, ისე საგზაო მოძრაობის ორგანიზების სხვა ტექნიკურ საშუალებებთან ერთად. თუ გადასატან სადგარზე გამოსახული დროებითი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის ხაზების მნიშვნელობა ურთიერთსაპირისპიროა, მძღოლი ხელმძღვანელობს საგზაო ნიშნებით.

ჰორიზონტალური მონიშვნები

ჰორიზონტალური მონიშვნა (ხაზი, ისარი, წარწერა და სხვა აღნიშვნა სავალ ნაწილზე) თეთრი ფერისაა, გარდა 1.4, 1.10 და 1.17 ხაზებისა, რომლებიც ყვითელი ფერისაა, და 1.28 ხაზისა (მონიშვნისა), რომელიც წითელი ფერისაა.

1.1 მთლიანი ხაზი

1.1 მთლიანი ხაზი

ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვარს ან სავალი ნაწილის საზღვარს, რომელზე შესვლაც აკრძალულია; აღნიშნავს სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის საზღვარს და იმ გზის სავალი ნაწილის ნაპირს, რომელიც მოძრაობის პირობებით არ განეკუთვნება ავტომაგისტრალს. 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.

1.2.1 მთლიანი ფართო ხაზი

1.2.1 მთლიანი ფართო ხაზი

მთლიანი ფართო ხაზი აღნიშნავს ავტომაგისტრალზე სავალი ნაწილის ნაპირს. 1.2.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.2.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.

1.2.2 წყვეტილი ფართო ხაზი

1.2.2 წყვეტილი ფართო ხაზი

წყვეტილი ფართო ხაზი აღნიშნავს საავტომობილო გზაზე სავალი ნაწილის ნაპირს.

1.3 ორმაგი მთლიანი ხაზი

1.3 ორმაგი მთლიანი ხაზი

ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ოთხი ან ოთხზე მეტი ზოლი აქვს. 1.3 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია.

1.4 ყვითელი მთლიანი ხაზი

1.4 ყვითელი მთლიანი ხაზი

მთლიანი ყვითელი ხაზი აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან ერთად; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან.

1.5 წყვეტილი ხაზი

1.5 წყვეტილი ხაზი

ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვარს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი ან ორზე მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

1.6 მიახლოების ხაზი

1.6 მიახლოების ხაზი

მიახლოების ხაზი (წყვეტილი ხაზი, რომლის შტრიხების სიგრძე სამჯერ აღემატება მათ შორის არსებულ შუალედებს) იძლევა გაფრთხილებას საპირისპირო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების თაობაზე. 1.6 მონიშვნა დაიტანება 1.1 ან 1.11 მონიშვნის წინ არანაკლებ 50−100 მეტრ მანძილზე. 1.6 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

1.7 მოკლეშტრიხიანი წყვეტილი ხაზი

1.7 მოკლეშტრიხიანი წყვეტილი ხაზი

წყვეტილი ხაზი მოკლე შტრიხებითა და იმავე ზომის შუალედებით აღნიშნავს მოძრაობის ზოლს გზაჯვარედინის ფარგლებში. 1.7 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

1.8 განიერი წყვეტილი ხაზი

1.8 განიერი წყვეტილი ხაზი

განიერი წყვეტილი ხაზი აღნიშნავს გაქანების ან დამუხრუჭების ზოლსა და სავალი ნაწილის ძირითად ზოლს შორის საზღვარს (გზაჯვარედინზე, სხვადასხვა დონეზე გზების გადაკვეთაზე, ავტობუსის გაჩერების ზონაში და ა. შ.). 1.8 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

1.9 რევერსული ზოლის ხაზი

1.9 რევერსული ზოლის ხაზი

აღნიშნავს რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლის საზღვარს; ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს (როდესაც გამორთულია რევერსული შუქნიშანი) გზაზე, რომელიც რევერსულად წესრიგდება. 1.9 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია, თუ იგი მძღოლისაგან მარჯვნივ მდებარეობს და რევერსული შუქნიშანი არ არის ან გამორთულია. როდესაც რევერსული შუქნიშანი ჩართულია, 1.9 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან, თუ იგი ყოფს ზოლებს, რომლებზე მოძრაობაც ნებადართულია ერთი მიმართულებით. რევერსული შუქნიშნის გამორთვის შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაადგილდეს მარჯვნივ 1.9 ხაზის იქით. თუ გამორთულია რევერსული შუქნიშანი, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფი 1.9 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია.

1.10 ყვითელი წყვეტილი ხაზი

1.10 ყვითელი წყვეტილი ხაზი

წყვეტილი ყვითელი ხაზი აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია დგომა; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 3.28 ნიშანთან ერთად; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან.

1.11 მთლიან-წყვეტილი ხაზი

1.11 მთლიან-წყვეტილი ხაზი

ყოფს საპირისპირო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლელს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს. 1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, აგრეთვე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას.

1.12 „სდექ“ ხაზი

1.12 „სდექ“ ხაზი

(„სდექ“ ხაზი) აღნიშნავს ადგილს, სადაც მძღოლი უნდა გაჩერდეს 2.4 ნიშნის არსებობისას ან შუქნიშნისა და მარეგულირებლის ამკრძალავ სიგნალებზე.

1.13 გზის დათმობის ხაზი

1.13 გზის დათმობის ხაზი

აღნიშნავს ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გზა უნდა დაუთმოს გადამკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

1.14.1 ქვეითთა გადასასვლელი

1.14.1 ქვეითთა გადასასვლელი

აღნიშნავს ქვეითთა არარეგულირებულ გადასასვლელს.

1.14.2 „ზებრა“

1.14.2 „ზებრა“

(„ზებრა“) აღნიშნავს ქვეითთა არარეგულირებულ გადასასვლელს. მონიშვნის ისარი უჩვენებს ქვეითთა მოძრაობის მიმართულებას.

1.15 ველობილიკის გადაკვეთა

1.15 ველობილიკის გადაკვეთა

აღნიშნავს ადგილს, სადაც ველობილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს.

1.16.1 მიმმართველი კუნძული — გაყოფა

1.16.1 მიმმართველი კუნძული — გაყოფა

აღნიშნავს მიმმართველ კუნძულს სატრანსპორტო საშუალებათა ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებების ნაკადების გაყოფის ადგილზე.

1.16.2 მიმმართველი კუნძული — გაყოფა

1.16.2 მიმმართველი კუნძული — გაყოფა

აღნიშნავს მიმმართველ კუნძულს სატრანსპორტო საშუალებათა ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებების ნაკადების გაყოფის ადგილზე.

1.16.3 მიმმართველი კუნძული — შერწყმა

1.16.3 მიმმართველი კუნძული — შერწყმა

აღნიშნავს მიმმართველ კუნძულს სატრანსპორტო საშუალებათა ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებების ნაკადების შერწყმის ადგილზე.

1.17 გაჩერების ყვითელი ხაზი

1.17 გაჩერების ყვითელი ხაზი

ყვითელი ხაზი აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილს და ტაქსის სადგომს.

1.18 ზოლებზე მოძრაობის მიმართულება

1.18 ზოლებზე მოძრაობის მიმართულება

აღნიშნავს გზაჯვარედინის ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებას; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 5.15.1 და 5.15.2 ნიშნებთან ერთად. უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევის ნების დამრთველი მონიშვნა ამ ზოლიდან მობრუნების უფლებასაც იძლევა.

1.19 შევიწროების გაფრთხილება

1.19 შევიწროების გაფრთხილება

იძლევა გაფრთხილებას სავალი ნაწილის შევიწროებასთან, იმ მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა, ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების თაობაზე. 1.19 მონიშვნა პირველ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1.21.1–1.21.3 ნიშნებთან ერთად.

1.20 გზის დათმობის გაფრთხილება

1.20 გზის დათმობის გაფრთხილება

იძლევა გაფრთხილებას 1.13 მონიშვნასთან მიახლოების თაობაზე.

1.21 „სდექ“ წარწერა

1.21 „სდექ“ წარწერა

(„სდექ“ წარწერა) იძლევა გაფრთხილებას 1.12 მონიშვნასთან მიახლოების თაობაზე, თუ იგი გამოიყენება 2.4 ნიშანთან ერთად.

1.22 გზის (მარშრუტის) ნომერი

1.22 გზის (მარშრუტის) ნომერი

აღნიშნავს გზის (მარშრუტის) ნომერს.

1.23 სამარშრუტო ზოლი

1.23 სამარშრუტო ზოლი

აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლს. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლის გამოსაყოფად დატანილი საგზაო მონიშვნა შეიძლება იყოს ყვითელი ფერის.

1.24.1 მაფრთხილებელი ნიშნის დუბლირება

1.24.1 მაფრთხილებელი ნიშნის დუბლირება

გამოიყენება მაფრთხილებელი ნიშნის დუბლირებისათვის; დაიტანება შესაბამისი ნიშნის დაყენების ადგილიდან 20−30 მეტრ მანძილზე.

1.24.2 ამკრძალავი ნიშნის დუბლირება

1.24.2 ამკრძალავი ნიშნის დუბლირება

გამოიყენება ამკრძალავი ნიშნის დუბლირებისათვის; დაიტანება გზის იმავე განივკვეთში, სადაც შესაბამისი ნიშანი დგას.

1.24.3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სადგომი

1.24.3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სადგომი

აღნიშნავს გზის მონაკვეთზე სადგომ ადგილს, რომელიც დანიშნულია იმ სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“.

1.24.4 ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილი

1.24.4 ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილი

აღნიშნავს გზის მონაკვეთზე სადგომ ადგილს, რომელიც განკუთვნილია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვისათვის. საგზაო მონიშვნა დაიტანება გზაზე მწვანე ფონით ან მის გარეშე.

1.24.5 ტურისტული სატრანსპორტო საშუალების სადგომი

1.24.5 ტურისტული სატრანსპორტო საშუალების სადგომი

აღნიშნავს გზის მონაკვეთზე სადგომ ადგილს, რომელიც განკუთვნილია ტურისტული მარშრუტისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებისათვის. საგზაო მონიშვნა დაიტანება გზაზე ლურჯი ფონით ან მის გარეშე.

1.24.6 საქონლის მიწოდების სადგომი

1.24.6 საქონლის მიწოდების სადგომი

აღნიშნავს გზის მონაკვეთზე სადგომ ადგილს, რომელიც განკუთვნილია ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების მიზნით სატრანსპორტო საშუალებისათვის. საგზაო მონიშვნა დაიტანება გზაზე ლურჯი ფონით ან მის გარეშე.

1.24.7 ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის სადგომი

1.24.7 ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის სადგომი

აღნიშნავს გზის მონაკვეთზე სადგომ ადგილს, რომელიც განკუთვნილია ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისათვის.

1.25 ხელოვნური უსწორმასწორობა

1.25 ხელოვნური უსწორმასწორობა

აღნიშნავს სიჩქარის იძულებითი შემცირებისათვის დანიშნულ ხელოვნურ უსწორმასწორობას.

შენიშვნა: 1.1–1.11 ჰორიზონტალური მონიშვნების აღსანიშნავად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერმინი „გრძივი მონიშვნა“, ხოლო 1.1, 1.3, 1.5, 1.6 და 1.11 ჰორიზონტალური მონიშვნების აღსანიშნავად − ტერმინი „ღერძულა ხაზი“.

1.26 მოტოციკლისა და მოპედის უფლება სამარშრუტო ზოლში

1.26 მოტოციკლისა და მოპედის უფლება სამარშრუტო ზოლში

აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) გადაადგილების უფლებას. ეს საგზაო მონიშვნა შეიძლება იყოს 5.41.1 საგზაო ნიშნის გარეშე.

1.27 ველოსიპედის გზის სავალი ნაწილი

1.27 ველოსიპედის გზის სავალი ნაწილი

აღნიშნავს ველოსიპედის გზის სავალ ნაწილს.

1.28 სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერების აკრძალვა

1.28 სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერების აკრძალვა

წითელი ხაზით შემოსაზღვრულია ის ადგილი, სადაც სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია, გარდა ამ კანონის №1 დანართის მე-3 პუნქტის შენიშვნის „გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

შენიშვნა: 1.28 მონიშვნის არარსებობა მძღოლს არ ათავისუფლებს 3.34 ნიშნის („სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია“) მოთხოვნის შესრულებისგან.

ვერტიკალური მონიშვნები

ვერტიკალური მონიშვნა თეთრი და შავი ზოლების შეერთებით კეთდება ხიდური ნაგებობის საყრდენზე, გვირაბის პორტალის ტორსულ ზედაპირზე, გალავანზე, პარაპეტზე, ბორდიურზე და გზის აღჭურვილობის სხვა ელემენტზე, საგზაო მოძრაობის მონაწილეების მხედველობის გასაუმჯობესებლად.

2.1.1 ვერტიკალური ელემენტი მარცხნივ

2.1.1 ვერტიკალური ელემენტი მარცხნივ

აღნიშნავს სავალი ნაწილის მარცხნივ განთავსებული ხიდური ნაგებობის ვერტიკალურ ელემენტს, განათების ბოძს, ხეს, ბუფერულ მოწყობილობასა და ა. შ., როდესაც ისინი სახიფათოა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის. 2.1.1 მონიშვნით აღნიშნული წინააღმდეგობის შემოვლა ნებადართულია მარჯვენა მხრიდან.

2.1.2 ვერტიკალური ელემენტი სავალ ნაწილზე

2.1.2 ვერტიკალური ელემენტი სავალ ნაწილზე

აღნიშნავს უშუალოდ სავალ ნაწილზე განთავსებული ხიდური ნაგებობის ვერტიკალურ ელემენტს, განათების ბოძს, ხეს, ბუფერულ მოწყობილობასა და ა. შ., როდესაც ისინი სახიფათოა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის. 2.1.2 მონიშვნით აღნიშნული წინააღმდეგობის შემოვლა ნებადართულია ორივე მხრიდან.

2.1.3 ვერტიკალური ელემენტი მარჯვნივ

2.1.3 ვერტიკალური ელემენტი მარჯვნივ

აღნიშნავს სავალი ნაწილის მარჯვნივ განთავსებული ხიდური ნაგებობის ვერტიკალურ ელემენტს, განათების ბოძს, ხეს, ბუფერულ მოწყობილობასა და ა. შ., როდესაც ისინი სახიფათოა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის. 2.1.3 მონიშვნით აღნიშნული წინააღმდეგობის შემოვლა ნებადართულია მარცხენა მხრიდან.

2.2 ნაგებობის ქვედა ნაპირი

2.2 ნაგებობის ქვედა ნაპირი

აღნიშნავს გვირაბის, ხიდის, გზაგამტარისა და სხვა ნაგებობის ელემენტის ქვედა ნაპირს, რომელიც განთავსებულია გზის სავალი ნაწილიდან 5 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე და რომლის ქვეშ მთლიანად ან ნაწილობრივ გადის გზის სავალი ნაწილი.

2.3 მრგვალი ტუმბო

2.3 მრგვალი ტუმბო

აღნიშნავს გამყოფ ზოლზე, ამაღლებულ მიმმართველ კუნძულზე ან უსაფრთხოების კუნძულზე დადგმულ მრგვალ ტუმბოს (ბოძკინტს).

2.4 მიმმართველი ბოძი

2.4 მიმმართველი ბოძი

აღნიშნავს მიმმართველ ბოძს, ბოძკინტს, გზის შემოღობვის საყრდენს და ა. შ..

2.5 ზღუდის გვერდითი ზედაპირი — სახიფათო მონაკვეთი

2.5 ზღუდის გვერდითი ზედაპირი — სახიფათო მონაკვეთი

აღნიშნავს საგზაო ზღუდის მოწყობილობის გვერდით ზედაპირს გზის სწორ მონაკვეთზე, სხვადასხვა დონის გადაკვეთაზე, 50 მეტრზე ნაკლები რადიუსის მქონე მრუდესა და ციცაბო დაღმართზე, სავალი ნაწილის შევიწროებულ ადგილას.

2.6 ზღუდის გვერდითი ზედაპირი — სხვა მონაკვეთი

2.6 ზღუდის გვერდითი ზედაპირი — სხვა მონაკვეთი

აღნიშნავს საგზაო ზღუდის მოწყობილობის გვერდით ზედაპირს 2.5 მონიშვნით განსაზღვრულისგან განსხვავებულ გზის მონაკვეთზე.

2.7 კუნძულისა და ბორდიურის გვერდითი ზედაპირი

2.7 კუნძულისა და ბორდიურის გვერდითი ზედაპირი

აღნიშნავს გზის სავალი ნაწილიდან 1 მეტრზე ახლოს განთავსებული ამაღლებული მიმმართველი კუნძულის, უსაფრთხოების კუნძულის, ბორდიურისა და წინაღობის გვერდით ზედაპირს მცირერადიუსიან მრუდეზე, სანაპიროზე, გზის შევიწროებულ ადგილას და სხვა სახიფათო მონაკვეთის გასასვლელში.

სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები (დანართი №3)

სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები (შემდგომ − საცნობი ნიშნები) გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების გაბარიტების, მძღოლის, მგზავრისა და ტვირთის სახეობის სტანდარტული მდგომარეობისაგან განსხვავებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების აღსანიშნავად.

„ავტომატარებელი“

„ავტომატარებელი“

კაბინის თავზე ჰორიზონტალურად განლაგებული, ერთმანეთისაგან 150-დან 300 მმ-მდე დაშორებული სამი ნარინჯისფერი მაშუქი – მაგრდება ავტომატარებელსა და შესახსრებულ ავტობუსზე.

„კოტები“

„კოტები“

წვერით ზევით მიმართული თეთრი ტოლგვერდა სამკუთხედი წითელი არშიით, რომელშიც ჩაწერილია შავი ასო „კ“ (სამკუთხედის გვერდი არანაკლებ 200 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10) – მაგრდება იმ სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომელზედაც დამაგრებულია კოტებიანი სალტეები.

„ბავშვების გადაყვანა“

„ბავშვების გადაყვანა“

ყვითელი კვადრატი წითელი არშიით (კვადრატის გვერდი არანაკლებ 250 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10), 1.24 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი გამოსახულებით – მაგრდება იმ ავტობუსის წინა და უკანა მხარეს, რომელსაც ბავშვთა ჯგუფები გადაჰყავს.

„სმენადაქვეითებული მძღოლი“

„სმენადაქვეითებული მძღოლი“

160 მმ დიამეტრის ყვითელი წრე შიგნით ჩახაზული 40 მმ დიამეტრის სამი შავი წრით, რომლებიც განლაგებულია წარმოსახვითი წვერით ქვევით მიმართული ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებში − მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც მართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სმენადაქვეითებული მძღოლი.

„სახიფათო ტვირთი“

„სახიფათო ტვირთი“

400X300 მმ ზომის, სწორკუთხედი, ნარინჯისფერი ფირფიტა გარშემო 15 მმ სიგანის შავი არშიით − ასეთი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, ხოლო ცისტერნის შემთხვევაში − გვერდებზედაც (ფირფიტის ქვედა ნაწილში უნდა აღინიშნოს ტვირთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნომერი, ხოლო ზედა ნაწილში − საშიშროების საიდენტიფიკაციო ნომერი. ისინი უნდა გაიყოს 15 მმ სისქის შავი ჰორიზონტალური ხაზით, რომელიც ფირფიტას ნახევარ სიმაღლეზე გადაკვეთს).

„სასწავლო-სატრანსპორტო საშუალება“

„სასწავლო-სატრანსპორტო საშუალება“

წვერით ზევით მიმართული თეთრი ტოლფერდა სამკუთხედი წითელი არშიით, რომელშიც ჩაწერილია შავი ასო „ს“ (სამკუთხედის გვერდი არანაკლებ 200 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10) – მაგრდება სასწავლო სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს. აგრეთვე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილის სახურავზე ორმხრივი ნიშნის დაყენება.

„სიჩქარის შეზღუდვა“

„სიჩქარის შეზღუდვა“

3.24 საგზაო ნიშნის შემცირებული ფერადი გამოსახულება, რომელზედაც მითითებულია ნებადართული მოძრაობის სიჩქარე (ნიშნის დიამეტრი არანაკლებ 160 მმ-ია, არშიის სიგანე – დიამეტრის 1/10) – მაგრდება იმ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალების ან სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების ძარას უკანა მხარეს, მარცხნივ, რომელსაც მართავს მძღოლად მუშაობის 2 წლამდე სტაჟის მქონე მძღოლი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა ტექნიკური მახასიათებლით სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე ამ კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლებია.

„არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“

„არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“

400X400 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით − მაგრდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ამ კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების წინა და უკანა მხარეს.

„გრძელი სატრანსპორტო საშუალება“

„გრძელი სატრანსპორტო საშუალება“

არანაკლებ 1200X200 მმ ზომის, ყვითელი მართკუთხედი 40 მმ სიგანის წითელი არშიით და შუქამრეკლი ზედაპირით – მაგრდება იმ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომლის სიგრძე ტვირთით ან უიმისოდ აღემატება 20 მეტრს, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაზე, რომელშიც ორი ან ორზე მეტი მისაბმელია. თუ აღნიშნული ზომის ნიშნის დამაგრება შეუძლებელია, დასაშვებია დამაგრდეს არანაკლებ 600X200 მმ ზომის ორი ერთნაირი ნიშანი სატრანსპორტო საშუალების ღერძის სიმეტრიულად.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“

ყვითელი კვადრატი 150-მმ-იანი გვერდით და 8.17 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი გამოსახულებით – შეიძლება დამაგრდეს იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა მხარეს და უკანა მხარეს, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირი (პირები) გადაჰყავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტს განსაზღვრული აქვს შესაბამისი საცნობი ნიშანი და განსაზღვრული ჰყავს ამ ნიშნის მიღების უფლებამოსილების მქონე პირები.

„ექიმი“

„ექიმი“

ლურჯი კვადრატი 140-მმ-იანი გვერდით, შიგ ჩახაზული 125 მმ დიამეტრის თეთრი წრით, რომელზედაც გამოსახულია წითელი ჯვარი (სიმაღლე − 90 მმ, შტრიხის სიგანე − 25 მმ) − შეიძლება დამაგრდეს იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც ექიმი მძღოლი მართავს.

„საავარიო გაჩერების ნიშანი“

„საავარიო გაჩერების ნიშანი“

საავარიო გაჩერების ნიშანი არის ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის დაფა არანაკლებ 0,4 მეტრი სიგრძის გვერდებითა და არანაკლებ 0,05 მეტრი სიგანის წითელი არშიით. ამ სამკუთხედის შუა ნაწილი შეიძლება ღრუ იყოს ან ღია ფერის საღებავით შეიღებოს. წითელი არშია შუქს არ უნდა ატარებდეს ან უნდა ჰქონდეს შუქამრეკლი თვისების მქონე ზოლი. დაფა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ შეიძლებოდეს მისი ვერტიკალურ მდგომარეობაში მდგრადად დაყენება.

„მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი“

„მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი“

საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების განმასხვავებელი ნიშანი. ნიშანი არის ელიფსის ფორმის, რომლის ღერძების სიგრძე არანაკლებ 0,175 მX0,115 მ-ია. ნიშანში ჩაწერილია საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. ლათინური ასოების სიმაღლეა არანაკლებ 0,08 მ-ისა. ისინი გამოსახულია არანაკლებ 0,01 მ სიგანის შტრიხებით. ასოები დატანილია შავი საღებავით თეთრ ფონზე (თეთრი ფონი შეიძლება შუქამრეკლი მასალისაგან იყოს დამზადებული). სატრანსპორტო საშუალებაზე ნიშანი ისე უნდა დამაგრდეს, რომ ის რეგისტრაციის ნომრად (სახელმწიფო სანომრე ნიშნად) არ იქნეს აღქმული ან არ გაუარესდეს მისი წაკითხვა.

შუქნიშნის ტიპები (დანართი №4)

შუქნიშნები გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის რეგულირებისათვის, აგრეთვე გზის სახიფათო მონაკვეთის აღნიშვნისათვის.

შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) წითელი მაშუქი სიგნალი ან წითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას; ბ) ერთობლივად ჩართული წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალები კრძალავს მოძრაობას და იტყობინება მწვანე მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი ჩართვის შესახებ; გ) ყვითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას, გარდა კანონის 29-ე მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და იტყობინება მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი შეცვლის შესახებ; დ) ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და იტყობინება არარეგულირებული გზაჯვარედინის, ქვეითთა ან ველოსიპედისტთა გადასასვლელის არსებობის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ; ე) მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას; ვ) მწვანე მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ამცნობს, რომ მისი მოქმედების დრო იწურება და მალე ჩაირთვება ამკრძალავი სიგნალი.

სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება შემდეგი შუქნიშნები:

ტ.1

ტ.1

სამსექციანი ვერტიკალური სატრანსპორტო შუქნიშანი: ზევით — წითელი, შუაში — ყვითელი, ქვევით — მწვანე. ეს არის სავალ ნაწილზე მოძრაობის რეგულირების ძირითადი შუქნიშანი.

ტ.1 მარჯ.

ტ.1 მარჯ.

სამსექციანი შუქნიშანი მწვანე სიგნალის დონეზე მარჯვნიდან განთავსებული დამატებითი სექციით — ისრიანი მწვანე სიგნალით.

ტ.1 მარც.

ტ.1 მარც.

სამსექციანი შუქნიშანი მწვანე სიგნალის დონეზე მარცხნიდან განთავსებული დამატებითი სექციით.

ტ.1 მარჯ. მარც.

ტ.1 მარჯ. მარც.

სამსექციანი შუქნიშანი მწვანე სიგნალის დონეზე ორივე მხრიდან განთავსებული ორი დამატებითი სექციით.

ტ.1 ჰორიზ.

ტ.1 ჰორიზ.

ჰორიზონტალურად განლაგებული სამსექციანი შუქნიშანი: მარჯვნივ — წითელი, შუაში — ყვითელი, მარცხნივ — მწვანე.

ტ.2

ტ.2

სამსექციანი შუქნიშანი, რომლის სიგნალებზე ისრებია გამოსახული — მოქმედებს მხოლოდ ისრით მითითებული მიმართულებით.

ტ.3

ტ.3

ორსექციანი შუქნიშანი — გამოიყენება რკინიგზის გადასასვლელთან, სახანძრო სადგურიდან გამოსასვლელთან და მისთანათა რეგულირებისათვის.

ტ.3 მარჯ.

ტ.3 მარჯ.

ორსექციანი შუქნიშანი მარჯვნიდან განთავსებული დამატებითი სექციით.

ტ.3 მარც.

ტ.3 მარც.

ორსექციანი შუქნიშანი მარცხნიდან განთავსებული დამატებითი სექციით.

ტ.4

ტ.4

რევერსული შუქნიშანი: წითელი X ნიშანი კრძალავს ზოლზე მოძრაობას, ქვემოთ მიმართული მწვანე ისარი კი მას რთავს. მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ ზოლზე, რომლის ზემოთაც შუქნიშანია.

ტ.4 ყვ.

ტ.4 ყვ.

რევერსული შუქნიშანი დამატებითი ყვითელი (ან თეთრი) დიაგონალური ისრით, რომელიც იტყობინება სიგნალის მოსალოდნელ შეცვლას და ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის ვალდებულებას.

ტ.5

ტ.5

„T“-სებურად განლაგებული ოთხი მოყვითალო სიგნალი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების ზოლის რეგულირებისათვის. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა სიგნალი: მარცხენა რთავს მარცხნივ, საშუალო — პირდაპირ, მარჯვენა — მარჯვნივ. თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა სიგნალი, მოძრაობა აკრძალულია.

ტ.6

ტ.6

ერთსექციანი წითელი შუქნიშანი — გამოიყენება იმ ადგილას, სადაც მოძრაობა პერიოდულად იკრძალება.

ტ.6 დამ.

ტ.6 დამ.

ორი მონაცვლეობით მოციმციმე წითელი სიგნალი — გამოიყენება რკინიგზის გადასასვლელთან და მისთანათა აღსანიშნავად; მოძრაობას კრძალავს.

ტ.7

ტ.7

ერთსექციანი ყვითელი მოციმციმე შუქნიშანი — რთავს მოძრაობის ნებას და იტყობინება არარეგულირებული გზაჯვარედინის, გადასასვლელის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

ტ.8

ტ.8

ორსექციანი შუქნიშანი წითელი და მწვანე სიგნალებით — გამოიყენება იმ ადგილას, სადაც ყვითელი სიგნალი საჭირო არ არის.

ტ.9

ტ.9

ველოსიპედისტთა შუქნიშანი — სიგნალებზე გამოსახულია ველოსიპედის (ველოსიპედისტის) კონტური; ვრცელდება ველობილიკზე ან ველოსიპედის ზოლზე მოძრაობაზე.

ტ.10

ტ.10

ერთსექციანი თეთრი მოციმციმე შუქნიშანი — გამოიყენება ტრამვაისა და სხვა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის.

ქვეითთა მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება შემდეგი შუქნიშნები:

ქვ.1

ქვ.1

ქვეითთა შუქნიშანი: ზევით — წითელი, ქვევით — მწვანე. ვრცელდება ქვეითსა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლზე. გადასასვლელზე ასეთი შუქნიშნის არარსებობისას ისინი ხელმძღვანელობენ სატრანსპორტო შუქნიშნით და გადადიან მხოლოდ მაშინ, როცა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია.

ქვ.2

ქვ.2

ქვეითთა შუქნიშნის მეორე ტიპი მოძრავი ფიგურის გამოსახულებით; შეიძლება დაემატოს ხმოვანი სიგნალი უსინათლო ქვეითის ინფორმირებისათვის — წყვეტილი სიგნალი კრძალავს, უწყვეტი კი რთავს გადასვლის ნებას.