ბილეთი №189 · B, B1 კატეგორია

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართლებით მოძრაობის შემთხვევაში?

თემა: 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის №189 ბილეთის ილუსტრაცია

პასუხის ვარიანტები

  1. 1. მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  2. 2. მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი სწორი პასუხი
  3. 3. მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
  4. 4. არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი

განმარტება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ნებისმიერ სავალ ნაწილზე, თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სამი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობისას განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლის დაკავება ნებადართულია მხოლოდ ინტენსიური მოძრაობისას, როცა სხვა მოძრაობის ზოლები დაკავებულია, აგრეთვე გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით, ხოლო სატვირთო ავტომობილისათვის − მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს.

კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება და მოძრაობის ზოლები

მზად ხართ თავის შესამოწმებლად?

შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.

ვარჯიში თემების მიხედვით

სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.