ბილეთი №187 · B, B1 კატეგორია

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში ?

თემა: 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის №187 ბილეთის ილუსტრაცია

პასუხის ვარიანტები

  1. 1. თეთრი ავტომობილის მძღოლი
  2. 2. მწვანე ავტომობილის მძღოლი
  3. 3. შავი ავტომობილის მძღოლი სწორი პასუხი
  4. 4. არცერთი ავტომობილის მძღოლი

განმარტება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საგზაო ნიშანი მიუთითებს, რომელი მხრიდან უნდა შემოუაროს მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას. ამავე კანონის პირველი დანართის 5.15.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.15.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები” - მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს, ხოლო ამავე პუნქტის შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 5.15.1 და 5.15.2 ნიშნების მოქმედება, რომლებიც გზაჯვარედინის წინაა დადგმული, ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მასზე დადგმული სხვა 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები განსხვავებულ მითითებას არ იძლევა.

კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: განსაკუთრებული მითითებებისა და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები

მზად ხართ თავის შესამოწმებლად?

შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.

ვარჯიში თემების მიხედვით

სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.