ბილეთი №959 · B, B1 კატეგორია
სატრანსპორტო საშუალების დგომა არ არის აკრძალული:
თემა: 19.გაჩერება დგომა
პასუხის ვარიანტები
- 1. გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში
- 2. გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს
- 3. ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან
- 4. ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ადგილას აკრძალულია სწორი პასუხი
განმარტება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა: ა) იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია; ბ) გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს; დ) ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან.
კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: გაჩერება და დგომა
მზად ხართ თავის შესამოწმებლად?
შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.
სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.