ბილეთი №839 · B, B1 კატეგორია
გზაზე წყლის გუბეების არსებობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
თემა: 30.მოძრაობის უსაფრთხოება
პასუხის ვარიანტები
- 1. მიზანშეწონილია გუბეში გავლისას სიჩქარის გაზრდა
- 2. გართულებულია სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება, ამასთან, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა სწორი პასუხი
- 3. მიზანშეწონილია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის დისტანციის შემცირება
განმარტება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - გზაზე წყლის გუბეების არსებობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება გართულებულია, ამასთანავე, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა (განსაკუთრებით გაცვეთილი საბურავებით ან მაღალი სიჩქარით მოძრაობისას).
კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: ხილვადობა, ამინდი, დისტანცია და საფრთხეები გზაზე
მზად ხართ თავის შესამოწმებლად?
შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.
სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.