ბილეთი №63 · B, B1 კატეგორია

რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე, თუ გზაჯვარედინის შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებით ჩახერგილია სავალი ნაწილი?

თემა: 10.შუქნიშნის სიგნალები

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის №63 ბილეთის ილუსტრაცია

პასუხის ვარიანტები

  1. 1. მხოლოდ რუხი ავტომობილის მძღოლს სწორი პასუხი
  2. 2. მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს
  3. 3. არცერთი ავტომობილის მძღოლს
  4. 4. ორივე ავტომობილის მძღოლს

განმარტება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი არ უნდა გავიდეს გზაჯვარედინზე, თუ შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით დააბრკოლოს განივი მიმართულებით მოძრაობა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალები იძლევა მოძრაობის უფლებას.

კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: გზაჯვარედინი და გზის დათმობა

მზად ხართ თავის შესამოწმებლად?

შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.

ვარჯიში თემების მიხედვით

სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.