ბილეთი №616 · B, B1 კატეგორია

შეიძლება თუ არა, მოცემული საგზაო ნიშნები, 8.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დაფის გარეშე, დაიდგას უშუალოდ აღმართის ან დაღმართის (ან დაღმართის და აღმართის) წინ, თუ ისინი ერთმანეთს მიჰყვება?

თემა: 3.მაფრთხილებელი ნიშნები

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის №616 ბილეთის ილუსტრაცია

პასუხის ვარიანტები

  1. 1. არ შეიძლება
  2. 2. შეიძლება სწორი პასუხი

განმარტება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ აღმართი და დაღმართი (ან დაღმართი და აღმართი) ერთმანეთს მიჰყვება, 8.1.1 დაფის გარეშე 1.14 „ციცაბო დაღმართი“ და 1.15 „ციცაბო აღმართი“ ნიშნები შეიძლება დაიდგას შესაბამისად უშუალოდ აღმართის და დაღმართის წინ.

კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: მაფრთხილებელი ნიშნები

მზად ხართ თავის შესამოწმებლად?

შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.

ვარჯიში თემების მიხედვით

სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.