ბილეთი №533 · B, B1 კატეგორია
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ქმედების განხორციელება არ არის აკრძალული ქვეითთა ზონებად გამოცხადებულ ადგილებში და საცხოვრებელ ზონებში?
პასუხის ვარიანტები
- 1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამჭოლი მოძრაობა
- 2. სასწავლო სვლა
- 3. ჩართული ძრავით სატრანსპორტო საშუალების დგომა
- 4. იმ ავტომობილით გადაადგილება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 120 კმ/სთ სწორი პასუხი
განმარტება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.
კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: ავტომაგისტრალი, გვირაბი, საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება
მზად ხართ თავის შესამოწმებლად?
შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.
სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.