ბილეთი №436 · B, B1 კატეგორია
მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?
პასუხის ვარიანტები
- 1. ეკრძალება სწორი პასუხი
- 2. არ ეკრძალება
განმარტება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ადგილებში მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება. ამავე კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.2 და 1.4.1-1.4.6 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი: 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” - აფრთხილებს უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ; 1.4.3 „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” - დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. ამავე თავის შენიშვნის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად: ბ) 1.1, 1.2, 1.10, 1.11, 1.23, 1.24 და 1.26 ნიშნები მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო 1.24 და 1.26 ნიშნები − დასახლებულ პუნქტშიც. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე; ვ) 1.4.1−1.4.3 ნიშნები იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4−1.4.6 ნიშნები − გზის მარცხენა მხარეს. 1.4.1 და 1.4.4 ნიშნები იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, 1.4.3 და 1.4.6 ნიშნები − მოძრაობის მიმართულებით დუბლირებულ 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, ხოლო 1.4.2 და 1.4.5 ნიშნები − დამოუკიდებლად, თანაბარ დაშორებაზე ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშნებს შორის.
კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: გასწრება და შემხვედრისთვის გვერდის აქცევა
მზად ხართ თავის შესამოწმებლად?
შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.
სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.