ბილეთი №330 · B, B1 კატეგორია

რომელი ავტომობილია დაყენებული დგომის წესების დარღვევით?

თემა: 19.გაჩერება დგომა

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის №330 ბილეთის ილუსტრაცია

პასუხის ვარიანტები

  1. 1. მსუბუქი ავტომობილი
  2. 2. სატვირთო ავტომობილი სწორი პასუხი
  3. 3. ორივე ავტომობილი
  4. 4. არცერთი ავტომობილი

განმარტება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისთვის, მოტოციკლისთვის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს.

კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: გაჩერება და დგომა

მზად ხართ თავის შესამოწმებლად?

შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.

ვარჯიში თემების მიხედვით

სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.