ბილეთი №297 · B, B1 კატეგორია

რომელი სატრასპორტო საშუალების მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ მოცემული გზა მიმდებარე ტერიტორიებს არ ემსახურება?

თემა: 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის №297 ბილეთის ილუსტრაცია

პასუხის ვარიანტები

  1. 1. მოპედის მძღოლს
  2. 2. "B" კატეგორიის ავტომობილის მძღოლს სწორი პასუხი
  3. 3. "C" კატეგორიის ავტომობილის მძღოლს

განმარტება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.22 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.22 „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” - კრძალავს 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა), აგრეთვე ტრაქტორით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა საჭაპანო ტრანსპორტისა და ველოსიპედისა). ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების გამოყენებისას ავტომაგისტრალს უთანაბრდება საავტომობილო მოძრაობისათვის განკუთვნილი და 5.3 საგზაო ნიშნით აღნიშნული ის გზები, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიებს არ ემსახურება. ამავე დანართის 5.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.3. „საავტომობილო გზა“ − გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის.

კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: ავტომაგისტრალი, გვირაბი, საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება

მზად ხართ თავის შესამოწმებლად?

შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.

ვარჯიში თემების მიხედვით

სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.