ბილეთი №254 · B, B1 კატეგორია

მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს:

თემა: 5.ამკრძალავი ნიშნები

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის №254 ბილეთის ილუსტრაცია

პასუხის ვარიანტები

  1. 1. 20 კმ/სთ სიჩქარით
  2. 2. 50 კმ/სთ სიჩქარით
  3. 3. 45 კმ/სთ სიჩქარით სწორი პასუხი

განმარტება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ) ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია: ბ) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით;

კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: სიჩქარე და დისტანცია

მზად ხართ თავის შესამოწმებლად?

შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.

ვარჯიში თემების მიხედვით

სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.