ბილეთი №248 · B, B1 კატეგორია

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „B“ კატეგორიის მაბუქსირებელი ავტომობილის მძღოლს დასახლებულ პუნქტში, გზის ამ მონაკვეთზე?

თემა: 17.მოძრაობის სიჩქარე

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის №248 ბილეთის ილუსტრაცია

პასუხის ვარიანტები

  1. 1. 50 კმ/სთ სიჩქარით სწორი პასუხი
  2. 2. 60 კმ/სთ სიჩქარით
  3. 3. 70 კმ/სთ სიჩქარით
  4. 4. 90 კმ/სთ სიჩქარით

განმარტება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.

კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: სიჩქარე და დისტანცია

მზად ხართ თავის შესამოწმებლად?

შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.

ვარჯიში თემების მიხედვით

სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.