ბილეთი №221 · B, B1 კატეგორია

მარეგულირებლის მიერ წითელი სინათლის მოძრაობა საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის, რომელთა მხარესაც მიმართულია ეს სინათლე, ნიშნავს სიგნალს:

თემა: 11.მარეგულირებლის სიგნალები

პასუხის ვარიანტები

  1. 1. გაჩერების შესახებ სწორი პასუხი
  2. 2. მოძრაობის აჩქარების შესახებ
  3. 3. მოახლოებული საფრთხის შესახებ

განმარტება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წითელი სინათლის მოძრაობა - ეს სიგნალი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის, რომელთა მხარესაც მიმართულია ეს სინათლე, ნიშნავს „სდექ“ სიგნალს.

კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: მარეგულირებელი და მისი სიგნალები

მზად ხართ თავის შესამოწმებლად?

შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.

ვარჯიში თემების მიხედვით

სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.