ბილეთი №205 · B, B1 კატეგორია

მარეგულირებლის ამ სიგნალზე ისრის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:

თემა: 11.მარეგულირებლის სიგნალები

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის №205 ბილეთის ილუსტრაცია

პასუხის ვარიანტები

  1. 1. მხოლოდ ლურჯი ავტომობილის მძღოლს სწორი პასუხი
  2. 2. მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლს
  3. 3. არცერთი ავტომობილის მძღოლს
  4. 4. ორივე ავტომობილის მძღოლს

განმარტება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე.

კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: მარეგულირებელი და მისი სიგნალები

მზად ხართ თავის შესამოწმებლად?

შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.

ვარჯიში თემების მიხედვით

სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.