ბილეთი №169 · B, B1 კატეგორია

მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა ლურჯი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულებისას გაჩერდეს გამყოფ ზოლებს შორის არსებულ მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე?

თემა: 10.შუქნიშნის სიგნალები

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის №169 ბილეთის ილუსტრაცია

პასუხის ვარიანტები

  1. 1. ვალდებულია
  2. 2. არ არის ვალდებული სწორი პასუხი

განმარტება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით. სურათზე გამყოფ ზოლებს შორის არსებული შუქნიშნის წინ არც „სდექ“ ხაზია და არც 7.16 საგზაო ნიშანი, ამიტომ მოქმედებს ამ ქვეპუნქტის პირველი წინადადება: მწვანე სიგნალზე გზაჯვარედინზე შესული მძღოლი არ არის ვალდებული ამ შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე გაჩერდეს და ასრულებს მობრუნებას ისე, რომ არ დააბრკოლოს მოძრაობა იმ მიმართულებით, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია.

კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: შუქნიშნები

მზად ხართ თავის შესამოწმებლად?

შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.

ვარჯიში თემების მიხედვით

სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.