ბილეთი №139 · B, B1 კატეგორია
მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს ენიჭება გავლის უპირატესობა, თუ მარეგულირებლის ამ სიგნალზე მათი მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება?
პასუხის ვარიანტები
- 1. სატვირთო ავტომობილის მძღოლს სწორი პასუხი
- 2. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
განმარტება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მარეგულირებლის სიგნალი ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით;
კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: შუქნიშნები
მზად ხართ თავის შესამოწმებლად?
შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.
სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.