ბილეთი №1203 · B, B1 კატეგორია

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი მიუთითებს დგომა-გაჩერების ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას მოედნის, შენობის, ფასადისა და ა. შ. ერთი მხარის გასწვრივ?

თემა: 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის №1203 ბილეთის ილუსტრაცია

პასუხის ვარიანტები

  1. 1. მხოლოდ II და IV სწორი პასუხი
  2. 2. მხოლოდ I და III
  3. 3. მხოლოდ II
  4. 4. მხოლოდ IV

განმარტება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.2.5 და 8.2.6 პუნქტის თანახმად, დაფები 8.2.5 და 8.2.6 „მოქმედების ზონა” - 3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონა გაჩერებისა და დგომის აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა. შ. ერთი მხარის გასწვრივ.

კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: ობიექტებისა და სერვისის ნიშნები და დაფები

მზად ხართ თავის შესამოწმებლად?

შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.

ვარჯიში თემების მიხედვით

სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.