ბილეთი №1192 · B, B1 კატეგორია
სატვირთო და ყვითელი მსუბუქი ავტომობილები აგრძელებენ მოძრაობას ისრის მიმართულებით,ხოლო თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გაჩერებულია ხანგრძლივი დასვენების მიზნით. რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს,თუ მოცემული გზის შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება?
თემა: 8.სერვისის ნიშნები
პასუხის ვარიანტები
- 1. მხოლოდ სატვირთო და თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლები
- 2. მხოლოდ ყვითელი და თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლები სწორი პასუხი
- 3. მხოლოდ თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
- 4. მხოლოდ ყვითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
განმარტება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გასათევად ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია, მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლებს მიღმა. ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით.
კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: გაჩერება და დგომა
მზად ხართ თავის შესამოწმებლად?
შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.
სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.