ბილეთი №114 · B, B1 კატეგორია

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

თემა: 20.გზაჯვარედინის გავლა

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის №114 ბილეთის ილუსტრაცია

პასუხის ვარიანტები

  1. 1. მხოლოდ მწვანე მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
  2. 2. მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
  3. 3. როგორც სატვირთო, ასევე მწვანე მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ სწორი პასუხი
  4. 4. არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ

განმარტება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.

კურსის გაკვეთილი ამ თემაზე: გზაჯვარედინი და გზის დათმობა

მზად ხართ თავის შესამოწმებლად?

შეამოწმეთ თავი, როგორც გამოცდაზე: შემთხვევითი კითხვები ამავე ბაზიდან და ტაიმერი. ანგარიშში — ვარჯიში თემების მიხედვით, შეცდომების გარჩევა და პროგრესი.

ვარჯიში თემების მიხედვით

სიმულაცია უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. თემების მიხედვით ვარჯიშისთვის საჭიროა უფასო ანგარიში.